LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაც დღეს ვიხილეთ, ეს უბრალოდ ქაჯობაა” – ირაკლი კობახიძე რუსების წინააღმდეგ პროტესტზე

146
BeFunky-collage - 2023-07-27T235843.939

რაც დღეს ვიხილეთ, ეს უბრალოდ ქაჯობაა, – აღნიშნულის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა და ბათუმში საკრუიზო გემის წინააღმდეგ გამართულ აქციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ამ ქაჯობამ ქვეყანას ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა სხვადასხვა დროს – ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი, 2004-2012 წლები, მათ შორის 2008 წელი.

„ჩვენ ხშირად ვიხსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ერთადერთია, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია. ყველა წინა ომის დროს აგრესორი რუსეთი იყო, მაგრამ ყველა შემთხვევაში, როდესაც პრობლემები ექმნებოდა ჩვენს ქვეყანას, ეს მათ შორის იყო იმ ქაჯობის შედეგი, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან ხორციელდებოდა და ყველაფერთან ერთად, ჩვენ ეს წარსულს ჩავაბარეთ.

იგივე ადამიანები ოპოზიციის რიგებიდან ცდილობენ, რომ ეს ქაჯობა დააბრუნონ და ქვეყანას პრობლემა შეუქმნან, რასაც არ დავუშვებთ. ჩვენ არ გვჭირდება ქაჯური პოლიტიკა, ჩვენ გვჭირდება პრაგმატული პოლიტიკა – ეს არის ერთადერთი რეცეპტი, რომ საქართველომ მშვიდობა შეინარჩუნოს და ქვეყანას ჰქონდეს განვითარება“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო ლაინერი Astoria Grande დღეს შემოვიდა.

ხსენებული ფაქტი, მოქალაქეებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს.

ვიდეო: რუსულმა საკრუიზო ლაინერმა ბათუმის პორტი საქართველოს ჰიმნის ფონზე დატოვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები