LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაღაცაში გაერკვიეთ, მართლა და მართლა საბავშვო ბაღი ხომ არ არის?! – მამუკა ხაზარაძემ პროკურორს მიმართა

65
ხაზარაძე და ჯაფარიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

საქმეზე მოწმის სახით იკითხება ერთ-ერთი ბრალდებული ბადრი ჯაფარიძე, რომელსაც როკურორმა კონკრეტულ კაპიტალთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვა. ბადრი ჯაფარიძის შემდეგ პასუხის გაცემა მამუკა ხაზარაძემაც მოისურვა, რასაც მასსა და პროკურორს შორის მცირე კამათი მოჰყვა.

“არ იცი მეთქი, არც უნდა ჩაიარო და გაიარო ბანკის გვერდით, უსმენს თავის თავს რას ლაპარაკობს?!” – ეს განცხადება მამუკა ხაზარაძემ საქმის პროკურორის მისამართით გააკეთა.

მოსამართლე, გიორგი არევაძის მითითებით, პროცესში ამ ფორმით ჩართვა მიუღებელია.

“რაღაცაში გაერკვიეთ, მართლა და მართლა, რა საბავშვო ბაღი ხომ არ არის?” – მიმართა პროკურორს ხაზარაძემ

ხაზარაძის განცხადებით, მისთვის გასაგებია, რომ ამ ფორმით სასამართლო პროცესში ჩარევა მიუღებელია და აქვე აღნიშნა, რომ “რაღაც ზღვარი არსებობს, უცოდინრობის”

პროკურორის განცხადებით, სანამ მამუკა ხაზარაძე პროცესში ჩაერეოდა, პროცესი მშვიდ ვითარებაში მიდიოდა.

“ხაზარაძე გადმოდის ჩხუბზე და შეურაცხყოფაზე” – აღნიშნა პროკურორმა

ადვოკატმა ზვიად კორძაძემ პროკურორის მისამართით სხდომაზე აღნიშნა, რომ “საგანმანათლებლო დაწესებულება არ არის, სასამართლო პოროცესია”, ამ შემთხვევაში, პროკურორის განათლებას არ გულისხმობდა, არამედ გულისხმობდა იმას, რომ მან “საბანკო საქმეებზე არ უნდა იმუშაოს”.

პოპულალურები