LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამაზ გიგაური: „სამწუხაროდ, ადამიანები – ღმერთები არ ვართ. ჩვენ ვერ ვირჩევთ ვერც დაბადებას და ვერც სიკვდილს. სახელსა და გვარსაც კი ვერ ვირჩევთ…“

759
ramaz-gigauri

ასტროლოგი რამაზ გიგაური უსამძიმრებს ტელეწამყვან ნიკოლოზ წულუკიძეს ვაჟის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და ვრცლად წერს ბედისწერის შესახებ:

„პირველ რიგში ვუსამძიმრებ ნიკას და მის ოჯახს ამ საშინელ ტრაგედიას.

ეს ცამოწმენდილზე მეხის გავარდნაა, როცა ჰორიზონტზეც არ ჩანს ამის ალბათობა და უცბად ასეთი რამ ხდება.

ბავშვების სიკვდილი – ეს არის ის ენით გამოუთქმელი ტრაგედია, რომელსაც შეუძლებელია მოუძებნო ახსნა. ამ დროს არ იცის ადამიანმა ვისკენ გაიშვიროს ხელი – კონკრეტული ადამიანისკენ, ღმერთისკენ, ბედისწერისკენ თუ შემთხვევითობის ფენომენისკენ.

იგივე ბუჩას, ირპენის თუ უკრაინის სხვა ქალაქებსა თუ სოფლების რუსების დაბომბვების შედეგად ასობით ბავშვის გარდაცვალება. სულ ახლახან იყო, თუ არ ვცდები ოდესის დაბომბვის შედეგად სამი თვის ბავშვი გარდაიცვალა.

ადამიანს უჩნდება ქვეცნობიერი შიში, რომ ის და მისი ოჯახი ამ სამყაროში არაფრისგან დაცული არ არის.

შეიძლება, ღმერთის მიმართ აგრესიაც კი გაგვიჩნდეს, თუ რატომ არ იცავს ღმერთი ბავშვებს.

ის არსებობს საერთოდ?

თუ არსებობს, რატომ არ ერევა ადამიანების ცხოვრებაში, თუნდაც ასეთ დროს?

და თუ ღმერთი ბავშვებს არ იცავს, რანაირი ღმერთია?

თითქოს ღმერთი ვიღაცას „იცავს“ და ვიღაცას არ „იცავს“.

ყველას გვახსოვს, შატილის ტრაგედია. ვიღაცები გადარჩნენ, უმეტესობა – ვერა.

რა მოხდა? ღმერთმა ზოგი დაიცვა და ზოგი – ვერა? არა, რა თქმა.

ადამიანი მოქცეულია ბედისწერის ჩარჩოში. როგორც არ უნდა უარვყოთ, ეს ასეა. ეს არის რთული, აუხსნელი მატრიცა, რომელიც ძალიან წააგავს ბრმა შემთხვევას.

როდესაც მოვლენა ხდება, მერე ვხედავთ, როგორ „მიება“ ყველაფერი ერთმანეთს.

სამწუხაროდ, ადამიანები – ღმერთები არ ვართ.

ჩვენ ვერ ვირჩევთ ვერც დაბადებას და ვერც სიკვდილს.

სახელსა და გვარსაც კი ვერ ვირჩევთ.

ეს უკვე ბედისწერაა – „დაწერილი ბედი“.

ცხადია, არსებობს ბედიც, რომელსაც ჩვენ ვქმნით – ჩვენი ყოველდღიური, ყოველწამიერი გადაწყვეტილებებით. თუმცა არსებობს რაღაც „ჩარჩო“, რომელიც იმ კონკრეტული ადამიანისთვის არის დამახასიათებელი. ვიღაცას აქვს დიდი ფიზიკური ძალა, ვიღაცას – ინტელექტი, ვიღაცას – ბიზნესის კეთების უნარი, ვიღაცას ხატვის ნიჭი, ვიღაცას ხიფათისკენ მიდრეკილება და ა. შ.

ბედისწერა – არ ნიშნავს მის აუცილებელ რეალიზებას. ასე რომ, ბედისწერაში ჩადებული ხიფათი ყოველთვის არ რეალიზდება, ანუ ომში წასული ადამიანებიდან ყველა არ იღუპება. ხიფათში ხვდება ყველა ჯარისკაცი, თუმცა ზოგი გადარჩება, ზოგი – ვერა, სამწუხაროდ.

და მიუხედავად ყველაფრისა, ბავშვების სიკვდილი –  ეს არის დამამუნჯებელი ტრაგედია, რომელსაც ბოლომდე ვერაფრით ახსნი.

მინდა ვუთხრა ნიკას, რომ მთელი საქართველო მის გვერდით არის და იზიარებს ამ ტრაგედიას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g