LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი წელი გავიდა, რაც არ მომფერებიხარ… არ მეგონა ასე ძალიან თუ მიყვარდი… ნეტა უფრო მეტად მოგფერებოდი და ჩაგხუტებოდი – ნინი შერმადინი დედის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს

1511
Untitled design

მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

ნინი შერმადინს, მამის შემდეგ, დედა გარდაეცვალა – „ასე ორივემ როგორ დამტოვეთ მარტო…“

„ამ დღის მერე დრო გაჩერდა ვერ ვითვლი, რამდენი წელი გავიდა რაც არ მინახიხარ, არ მილაპარაკია შენთან, არ მომფერებიხარ. არ ვიცი 2020 იყო თუ 2021 თუ გუშინ, ვერ ვითვლი დღეებს, დროს, უბრალოდ გავიყინე. თითქოს ორივე ხელი მომაჭრეს… არ მეგონა ესე ძალიან თუ მიყვარდი… ნეტა უფრო მეტად მოგფერებოდი და ჩაგხუტებოდი, უფრო მეტი თბილი სიტყვა მეთქვა და მომესმინა შენგან, თუ ასე მალე უნდა წასულიყავი. ვიცი კარგად ხართ შენ და ოდარიკო ბევრნი ხართ და კარგად სადაც ხართ, მაგრამ მე ძალიან მენატრები“, – წერს ნინი შერმადინი.

 

ამ დღის მერე დრო გაჩერდა ვერ ვითვლი, რამდენი წელი გავიდა რაც არ მინახიხარ, არ მილაპარაკია შენთან, არ მომფერებიხარ. არ…

Posted by Nini Shermadini on Wednesday, 21 December 2022

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები