LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას აკეთებს საქართველო პუტინის სასჯელის გადასალახად?

309
putinii3

ვლადიმერ პუტინის ბრძანების თანახმად, 8 ივნისიდან რუსეთ-საქართველოს მიმართულებით ფრენები აიკრძალება. ფრენების აკრძალვა კი საქართველოს ეკონომიკას ურტყამს, განსაკუთრებით ტურისტული სეზონის დასაწყისში. ამ დრომდე, განვითარებული მოვლენების ფონზე, წინა პლანზე პოლიტიკური სიტუაცია იყო, თუმცა საკითხის მინელებამ ეკონომიკური პრობლემების სიმწვავე წარმოაჩინა – ამაზე ღიად ლარის კურსის რყევამაც მიგვანიშნა.

მთავრობის წევრების მხირდან, ეკონომიკის რუსული ემბარგოსგან გადასარჩენად, 5 დღე არაფერი გაკეთებულა.  

ზღვისპირეთის პრობლემები: რუსებმა ივლისსა და აგვისტოში ყველა ჯავშანი გააუქმეს

„უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით, აბსოლუტურად ცარიელია სასტუმროები"

მას შემდეგ, რაც დამნაშავეების დასჯის საკითხი გაიარეს და მომავალი არჩევნების რეფორმაც, საკითხის შესწავლა თბილისში ტუროპერატორებთან შეხვედრით დაიწყო. ეკონომიკის სამინისტროს მოვალეობა და მიზანიცაა მაქსიმალურად შეარბილონ პოტენციური ნეგატიური შედეგი და ამისთვის კონკრეტული გეგმა შეიმუშავონ.

ბიზნესის დიდი ნაწილის თხოვნაა, სხვა ტურისტულ ბაზრებთან ერთად, შევეცადოთ და შევინარჩუნოთ რუსი ტურისტი.“

ტურიზმის სექტორთან შეხვედრის შემდეგ ეს მოთხოვნა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან გააჟღერა.

ეკონომიკის მინისტრისთვის ბიზნესის თხოვნა სრულად გასაგებია, რადგან მისივე თქმით, ეს სეგმენტი ბიზნესისთვის მიმზიდველი და მომგებიანია.

„საქართველოს ტურისტული ბაზარი არის ფართო, ასევე ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და მიმზიდველი. საქართველო არ ირჩევს ტურისტს – ტურისტი ირჩევს საქართველოს. ეს საკმაოდ დივერსიფიცირებული ბაზარია და არც ერთი მიმართულება არ არის დომინანტი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ტურიზმი რუსეთიდან წარმოადგენს 25%-ს – ჩვენს ბაზარზე და ეს არის რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ – ამბობს მინისტრი

 

ექსპერტები ამბობენ, რომ ეს რეალობა არც ისე სასტიკია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. “საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე ამბობს, მაქსიმალური დანაკარგი რაც წელს შეიძლება ქვეყანამ მიიღოს, 250-300 მლნ აშშ დოლარია. 

უფასო ბინა ტურისტებს: ქართველების ახალი კამპანია რუსეთის სანქციის სანაცვლოდ

ტურისტებს სანაცვლოდ მხოლოდ ერთი რამის გაკეთება ევალებათ

„რუსეთიდან შემოსული ტურისტების მხოლოდ 20-დან 25%-მდე იყენებდა საჰაერო მიმოსვლას და ძირითადად ლარსიდან ხდებოდა გადმოსვლა 2018 წელს. 

საჰაერო შემოსვლა რომ საერთოდ გაუქმდეს და სახმელეთო გზით შემოსვლა განახევრდეს, დანაკარგი დაახლოებით 250-300 მლნ აშშ დოლარს არ გადააჭარბებს, რაც მთლიანი შემოსავლების 8-9%-ია. ზრდადი ტურიზმი სხვა ქვეყნებიდან აღნიშნულ დანაკარგს კიდევ უფრო შეამცირებს,“ – აცხადებს კეპულაძე.

სხვა ქვეყნებიდან ტურისტების მოსაზიდად და ამით სიტუაციის დასაბალანსებლად, უფრო მეტი მუშაობაა საჭირო. მთავრობას კონკრეტული გეგმა არ აქვს, თუმცა ქობულეთში, ტურიზმის სექტორთან შეხვედრის შემდეგ ნათია თურნავამ თქვა, რომ ამისთვის ყველა ტრიბუნას გამოიყენებს. 

პუტინმა კარგი რეკლამა გაგვიკეთა, მთავრობა კი შანსის გამოყენებას აგვიანებს

მესმის, რომ ამ დღეებში მთავრობას სხვა თემები ჰქონდა სანერვიულო, მაგრამ ყველა პოლიტიკური თემა შეიძლება გადაგორდეს და ეკონომიკური პრობლემები დარჩეს.

“ყველა ტრიბუნას გამოვიყენებ იმის სათქმელად, რომ საქართველო კვლავაც რჩება ერთ-ერთ ყველაზე სტუმართმოყვარე, გახსნილ, უსაფრთხო ქვეყნად, სადაც ერთნაირი სიხარულით ელიან ევროპელ, კორეელ, უკრაინელ თუ რუს ტურისტს. თქვენ, აჭარლებმა, თქვენი შრომით მოიტანეთ ის, რომ ეს რეგიონი არის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ტურისტული ადგილი, აქედან გამომდინარე, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა არსებული შოკი შეგიმსუბუქოთ. ვამუშავებთ გეგმას, რომელიც სწორედ თქვენზე იქნება მორგებული” – ამბობს ნათია თურნავა.

ეკონომიკის მინისტრი აპირებს ბიზნესსექტორთან ერთად ააწყოს სამოქმედო გეგმა.

აჭარის ტურისტული სექტორის წინაშე არსებული გამოწვევების შესწავლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ქობულეთიდან დაიწყო, სადაც მცირე და საშუალო სასტუმროების მფლობელთა აქციის მონაწილეებს შეხვდა.

მინისტრთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქობულეთში, ისევე როგორც მთლიანად აჭარაში მცირე სასტუმროების დიდი ნაწილი, ძირითადად, რუსეთიდან ჩამოსული ტურისტებს ემსახურება, ტურისტული ემბარგო კი მათ შემოსავლებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

აქციის მონაწილეებს მინისტრს სთხოვეს დახმარება, რათა ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს რუსეთიდან ტურისტების შენარჩუნებას მათთვის საქართველოში ჩამოსასვლელი ალტერნატიული გზების გამონახვაში, ასევე ალტერნატიული ტურისტული ბაზრების ათვისებაში.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე ამბობს, რომ პრობლემის მოგვარებისთვის მუშაობენ ახალ ბაზრებზე. ტურიზმის დეპარტამენტი ასევე შიდა ტურიზმის კიდევ უფრო გააქტიურებას გეგმავს. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში დაიდება მოკლე და გრძელვადიანი გეგმები, რომლის მიხედვითაც ყველა უწყება ერთობლივად იმუშავებს. 

ტალინის და რიგის ქუჩებში აჭარის სურათებით გაფორმებული ტრამვაი მოძრაობს [ვიდეო]

რეგიონის პოპულარიზაცია გარე რეკლამით სამიზნე ქვეყნების რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ზოგადად კერძო სექტორის განწყობის და რა თქმა უნდა, მათი გამოსავლის მოსმენა. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ყველა უწყებასთან ერთად, რომ ერთიანი ძალებით დავძლიოთ ის პრობლემა და გამოწვევა, რომელიც ჩვენს ტურიზმის სექტორს დაუდგა წელს. ვაგრძელეთ აქტიურ პიარ კამპანიას ყველა სამიზნე ქვეყანასთან. მოვახდენთ ბაზრების დივერსიფიცირებას ისე აქტიურად, როგორც აქამდე ვახორციელებდით და რა თქმა უნდა, დავამატებთ ახალ ბაზრებს, რომელი მიმართულებიდანაც არის ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომ წელს ჩამოვიდეს დამატებითი ჯგუფები. ახალ ბაზრებში იგულისხმება სხვადასხვა ევროპული ქვეყნები – ესტონეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი. იწყება ჩარტერული რეისები პოლონეთიდან და ვილნიუსიდან, ეს ხელს შეუწყობს ვიზიტორების მომატებას,“ – აცხადებს „ფორტუნასთან“ თინათინ ზოიძე.

ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ კამპანიების კიდევ უფრო გააქტიურებისთვის დამატებითი თანხების მობილიზება გახდება საჭირო.

„ამ ეტაპისთვის თანხები აქტიური სარეკლამო კამპანიისთვის გვაქვს, მაგრამ თუ საჭირო გახდება, ვიმუშავებთ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან,“ – ამბობს თინათინ ზოიძე.

მინისტრის და ტურიზმის სექტორში ჩართული პირების განცხადებები ნამდვილად დამაიმედებელია, თუმცა – მოქმედება დაგვიანებული.

იხილეთ ამავე თემაზე ინტერვიუ “საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელ, გიორგი კეპულაძესთან: პუტინმა კარგი რეკლამა გაგვიკეთა, მთავრობა კი შანსის გამოყენებას აგვიანებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები