LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ამბობს ბაბი კირკიტაძე ჰონორარების სკანდალზე – „თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ გვესროლოს ტალახი, ავიტანთ…“

152
ბაბი კირკიტაძე

ბაბი კირკიტაძე პასუხობს ჟურნალ „სარკის“ კითხვას იმის შესახებ, რას ფიქრობს „ღამის შოუს ბენდისთვის“ გადმორიცხულ მაღალ ჰონორარებზე და სკანდალზე, რომელიც ამ ამბის მედიაში გავრცელებას მოჰყვა:

„სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე კომენტარი არც მაშინ გამიკეთებია. ერთადერთი კომენტარი ბენდის სახელით გავაკეთე და იქ დავასრულეთ ყველაფერი. ამაზე ყურადღების მიქცევა დროის ფუჭი დაკარგვაა. ჩვენმა გულშემატკივრებმა იციან, რომ ის, რაც გამოქვეყნდა, იყო სიცრუე. „ღამის შოუს ბენდი“ აბსოლუტური გულწრფელი სიყვარულით ვაკეთებთ ყველაფერს. ჩავდივართ უამრავ ქალაქში, ვატარებთ კონცერტებს და დიდ სიხარულს ვჩუქნით ხალხს. თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ გვესროლოს ტალახი, ავიტანთ, რადგან გვიღირს ათასობით ადამიანის გახარება, რომელთაც ჩვენი სიმღერებით ვანიჭებთ სიამოვნებას. საერთოდ, როდესაც ცნობილი ადამიანი ხარ, იმისთვისაც მზად უნდა იყო, რომ სულ კარგს არ იტყვიან. „ღამის შოუს ბენდი“ აგრძელებს გაასმაგებულად მუშაობას და მსმენელს ბევრ ჰიტს ვპირდებით“.

„გაავრცელეს უტიფარი ტყუილი იმის შესახებ, რომ ბაბი კირკიტაძემ ორ სიმღერაში მიიღო 12 000 ლარი“ – „ღამის შოუ“ განცხადებას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g