LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ედავებიან „პოლიტპატიმრებად შერაცხულ“ უგულავას, ოქრუაშვილსა და რურუას

192
BeFunky-collage (5)

საქართველოში არჩევნებამდე  ხუთ თვეზე ცოტა მეტია დარჩენილი. თუმცა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ამ დრომდე არ არის მიღწეული შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

ოპოზიცია აცხადებს, რომ არანაირ შეთანხმებაზე არ წავა, სანამ 8 მარტის ხელშეკრულება არ შესრულდება და სამი პოლიტპატიმარი, გიგი უგულავა, გიორგი რურუა და ირაკლი ოქრუაშვილი არ გათავისუფლდებიან.

მოდით, გავიხსენოთ, რას ედავებიან  სამეულს და რატომ არიან ისინი დაკავებული.

 

უზენაესმა სასამართლომ დედაქალაქის ყოფილი მერი, გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში 10 თებერვალს დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

პროკურატურა გიგი უგულავას მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლაგვას ედავებოდა. 2018 წელს საქალაქო სასამართლომ ყოფილ მერს აღნიშნულ საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და სასამართლომ სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა.

 

დატოვებს თუ არა გიგი უგულავა ...

იმის გამო, რომ გიგი უგულავას უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით შეეფარდა პატიმრობა, მისი გათავისუფლების სამართლებრივი მექანიზმი პრეზიდენტის შეწყალებაა.

უგულავამ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა, თუმცა სალომე ზურაბიშვილს ჯერჯერობით არ შეუწყალებია.

 

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე ხუთწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 აპრილს მიიღო.

ირაკლი ოქრუაშვილს კიდევ ერთ საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი. გამოძიება მას 2004 წლის 24 ნოემბერს, ამირან (ბუტა) რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ედავება. მაშინ ირაკლი ოქრუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე იმყოფებოდა. ოქრუაშვილთან ბრალი წარდგენილი აქვს ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს.

ირაკლი ოქრუაშვილს 5-წლიანი ...

ბუტა რობაქიძის საქმეზე მსჯავრდებული გურამ დონაძე საპროცესო გარიგების შემდეგ 15 აპრილს  გაათავისუფლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, გურამ დონაძემ და საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ზურაბ მიქაძემ ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს.

 

ტელეკომპანია „მთავარის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. მისი უფლებადამცველი და პარტნიორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ რურუას იარაღი ჩაუდეს.

 

გიორგი რურუა თავს უდანაშაულოდ ცნობს ...

მოგვიანებით გიორგი რურუას ბრალი დაუმძიმდა. პროკურატურის განცხადებით, რურუას ბრალდებას დაემატება ახალი მუხლი სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა.

 

ცნობისათვის, ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა.

შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.
ოპოზიციის განცხადებით, შეთანხმება შედგა გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე.

ხელისუფლება აცხადებს, რომ მსგავ შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g