LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ჰყვება უჯარმაში გარდაცვლილ ძმებზე მეგობარი: „სამმა წელმა ბევრი მოგონება მაჩუქა ამ გულკეთილ და პატიოსან ადამიანებთან“

404
BeFunky-collage (4)

მდი­ნა­რე იო­რის არხში 16 და 20 წლის ძმე­ბის ცხედ­რე­ბი, გუშინ, გვიან ღამით იპო­ვეს.

გარდაცვლილი ძმები ნიკა და ივიკო მახარობლიშვილები არიან.

არსებული ინფორმაციით, ძმები მდინარეზე საბანაოდ წავიდნენ, რა დროსაც, ერთ-ერთ ძმას სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა, მეორე კი წყალში მის გადასარჩენად შევიდა.

გარდაცვლილ ძმებს იხსენებს მეგობარი, თორნიკე ყრუაშვილი და წერს:

„ნიკა, ივიკო რამდენი ხანია მცირედის დაწერას ვცდილობ, მაგრამ ამაოდ.

2019 წელს, უნივერსიტეტის პირველივე დღეს გავიცანი ნიკა და იქიდან მოყოლებული ერთ გზას მივყვებოდით.

ექსკურსია, შეხვედრები, გამოცდები, კონფერენციები, სტატიები – ნიკა ჩემთვის ამ ყველაფრის განუყოფელი ნაწილი იყო. ვინც მიცნობთ, გეცოდინებათ, რას ნიშნავდა ნიკა ჩემთვის.

სამმა წელმა ბევრი მოგონება მაჩუქა ამ გულკეთილ და პატიოსან ადამიანებთან.

მინდა, ყველა მოვლენა, ყველა ჩვენი წარმატება გავიხსენო და მოვუყვე ხალხს ნიკუშ, მაგრამ არ გამომდის, მაგრამ ისედაც ხო ყველამ იცის, როგორი პიროვნება იყავი და როგორ მიდიოდი საბოლოო წარმატებისკენ ეტაპობრივად.

ორივე ჩემს გულსა და გონებაში იქნებით. ბედნიერი ვარ, რომ გიცნობდით.

ნიკუშ, ასმაგად ვეცდები ის ყველაფერი გავამართლო, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობდით.

მშვიდად განისვენეთ, ძმებო”,- წერს თორნიკე ყრუაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები