LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას უკავშირდება საიდუმლოებით მოცული ახალი დაავადება და რამდენად საშიშია მსოფლიოსთვის

338
indiaa

ინ­დო­ე­თის სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე, ან­დრა პრა­დე­შის შტა­ტის ქა­ლაქ ელუ­რუ­ში, და­უდ­გე­ნე­ლი და­ა­ვა­დე­ბა გავრცელდა. რის გამოც, ასო­ბით ადა­მი­ა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას, ”დოიჩე ველე” ავრცელებს. მათი ცნობით, საიდუმლო და უჩვეულო და­ა­ვა­დე­ბით მი­ნი­მუმ 555 ადა­მი­ა­ნის ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბის საჭიროება გახდა. ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კი 20 000 – იან ქა­ლაქ­ში და­ა­ვა­დე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად სამედიცინო ექ­სპერ­ტები მიიწვია და დახმარება თხოვა.

ამ ეტაპზე პაციენტებში, ნიკელისა და ტყვიის კონცენტრანტი აღმოაჩინეს.

“უმე­ტე­სო­ბას თავი ან თვა­ლი აქვს დაზიანებული, რაც უე­ცა­რი კრუნ­ჩხვით და გო­ნე­ბის და­კარ­გვით არის გამოწვეული. თუმცა, ერთ-ორ სა­ათ­ში ისი­ნი კარ­გად ხდე­ბი­ან”. – აცხადებს, ქა­ლა­ქის ერთ-ერთი კლი­ნი­კის მთავარი ექიმის.

”დოიჩე ველეს” ინფორმაციით, კრუნ­ჩხვის, გუ­ლის­რე­ვი­სა და გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლის შემ­დეგ, ამ უც­ნობ­მა და­ა­ვა­დე­ბამ ერთი ადა­მი­ა­ნის სიცოცხლე იმ­სხვერ­პლა. მნიშვნელოვანია, რომ და­ა­ვა­დე­ბულ­თა შო­რის 300-ზე მეტი ბავ­შვია. მათგან, უმე­ტე­სო­ბას თავ­ბრუს­ხვე­ვა, გო­ნე­ბის და­კარ­გვა, თა­ვის ტკი­ვი­ლი და ღე­ბი­ნე­ბა აღენიშნებათ.

ელუ­რუს სა­ხელ­მწი­ფო კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლის, მო­ჰა­ნის თქმით, “10 პა­ცი­ენ­ტის სის­ხლის ნი­მუ­შე­ბის შეს­წავ­ლის შე­დე­გად, სის­ხლში ტყვი­ი­ს მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბა გა­მოვ­ლინ­და”.

ამ­ჟა­მად, ქა­ლაქ­ში ლი­თო­ნე­ბის წყა­რო­სა და მათი გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ხებ გამოძიება მიმდინარეობს.

რეგიონში არ არსებობს ქიმიური ქარხნები. ტესტები წყალმომარაგებასა და რძეზე უკვე ჩატარებულია. ეროვნული სამედიცინო ინსტიტუტების ექსპერტები საკვებ ზეთზე, ბრინჯსა და შარდზეც აკეთებენ ტესტებს. რაიონის ოფიციალური პირები განმარტავენ, რომ შესაძლოა პესტიციდებში ქიმიურმა დანამატებმა გარკვეული როლი ითამაშა.

ფედერალურმა დეპუტატმა, GVL Narasimha Rao– მ განაცხადა, რომ მთავრობის ჯანდაცვის ექსპერტებთან ისაუბრა და “სავარაუდო მიზეზი, შხამიანი ორგანოქლორინის ნივთიერებებია”.

”ორგანოქლორინები” დაკავშირებულია კიბოსთან და ბევრ ქვეყანაში აკრძალულია. მათზე ზემოქმედებამ შესაძლოა, კრუნჩხვები, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, პირღებინება, ტრემორი, დაბნეულობა, კუნთების სისუსტე, ლაპარაკის შეფერხება, ნერწყვდენა და ოფლიანობა გამოიწვიოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები