LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას უკავშირებს ვატო წერეთელი ანრი ოხანაშვილთან დაპირისპირებას – “დარწმუნებული ვარ, ჩაიდო გულში, სადაც დამინახა და მიეცა შანსი, გააკეთა ჯგუფური თავდასხმა”

372
ვატოწერეთელი

ვატო წერეთელი აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე ანრი ოხანაშვილთან დაპირისპირების შესახებ საუბრისას, მოტივზე საუბრობს. მისი თქმით, მომხდარი ერთი წლის წინანდელ ამბავს უკავშირდება.

“მე პირადად ზუსტად ვიცი რაც იყო, 1 წლის უკან მე მქონდა შელაპარაკება, პარლამენტის ინციდენტი რომ იყო, ლექსო ლაშქარავას გამო რომ ინციდენტი მოხდა და ადამიანებს ვთხოვდი პასუხს. დარწმუნებული ვარ, ჩაიდო გულში, უბრალოდ, მათ სულ ფეხზე ჰკიდიათ ამერიკის ტერიტორიაც, დასავლეთიც, ალბათ ჩადებული ჰქონდა გულში და პირველი მომენტი, რაც შეძლო, თავის გარჩევებთან ერთად, წარმოუდგენელი სიგიჟე იყო. ლექსო ლაშქარავას გარადაცავლების შემდეგ იყო პარლამენტში ინციდენტი, შელაპარაკება მქონდა მანდ, მოდის 5 ივლისი, ალბათ ადარდებთ ლექსო ლაშქარავა თუ რა ადარდებთ არ ვიცი, გულში ჰქონდა ჩადებული, სადაც დამინახა და მიეცა შანსი, ფეხზე დაიკიდა თავის ქვეყანაც,  თავის ქვეყნის ღირსებას, ამერიკის შეერთებული შტატებიც, ელჩიც, ყველა და გააკეთა ჯგუფური თავდასხმა. ოთხნი იტყვნენ. მერე უსაფრთხოება მოვიდა, კამერები ამოიღეთ მეთქი მერე. კელიც ვნახე, პირდაპირ ვუთხარი, სტუმრად მოსულზე ჯგუფური თავდასხმა იყო ჩემზე და ნება იბოძეთ, გაასაჯაროვეთ კადრები”, – ამბობს ვატო წერეთელი “ტვ პირველის” ეთერში.

ანრი ოხანაშვილი: ვატო წერეთლის მხრიდან უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი

“შოკში ვარ ინგა” – ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g