LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას უნდა მოვერიდოთ საახალწლო სუფრაზე, რა პროდუქტებმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია? – მაკა რუხაძის რჩევები

214
მაკა-რუხაძე

რა რეკომენდაციები უნდა დავიცვათ ახალ წელს, განსაკუთრებით ალერგიულმა ადამიანებმა. ამ თემაზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა მაკა რუხაძემ ისაუბრა.

„ნიგოზი თხილეულს შორის ნომერ პირველი ალერგენია. რა თქმა უნდა, გოზინაყის და ა.შ. ახალი წელი წარმოუდგენელია, მაგრამ თუ ადამიანს ნიგვზის მიმართ აქვს ჰიპერმგრძნობელობა, თუ მაქვს აქვს ალერგია, მაშინ აუცილებლად უნდა მოერიდოს აღნიშნულ პროდუქტს. თხილეული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ალერგენია, შესაძლოა მან ანაფილაქსიაც გამოიწვიოს. თუ ადამიანს ნიგოზთან მიმართებაში უკვე ჰქონდა მსგავსი შემთხვევა, ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს იქ, სადაც მიდის სამზადისი, რადგან მან შესაძლოა ჩაისუნთქოს სურნელი და ასე განვითარდეს ალერგია. თუ ადამიანს აქვს ალერგია რძე, კვერცხზე, მან უნდა იცოდეს, რომ ეს ალერგენები ბევრ საკვებში, სასმელში არის შეფარული, შენიღბული. მაგალითად, ზოგიერთი ლიქიორი რძეს შეიცავს, ზოგიერთი კოქტეილი კვერცხის ცილას.

სასურველია, რომ ყველა რესტორანში მითითებული და გაშიფრული იყოს ინგრედიენტები, ან თავად ადამიანმა დაასახელოს რაზე აქვს ალერგია. ალერგიულ ადამიანს გარკვეული მენიუ და ნიუანსების გათვალისწინება სჭირდება. შეიძლება ადამიანს არ ჰქონდეს კვებითი ალერგია კონკრეტული ალერგენის მიმართ, მაგრამ ამ პროდუქტის დიდი რაოდენობით მიღების შედეგად განუვითარდეს ალერგია. ზომიერება, ოქროს შუალედი ყველგან საჭიროა.

დიდი რაოდენობით ციტრუსის მიღების შემდეგ, ბავშვს შეიძლება განუვითარდეს ალერგია, მწვავე ჭინჭრის ციება და ა.შ. , მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვს ალერგია აქვს ციტრუსის მიმართ, მან უბრალოდ დიდი რაოდენობით მიიღო პროდუქტი და ამიტომ ფერმენტულად ვერ მოხდა მისი გადამუშავება.

ხანდახან ალერგიას გარკვეული პროდუქტების ერთად მიღება იწვევს. ასევე საახალწლო სუფრაზე შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი საკვები, ტროპიკული ხილი, აზიური სამზარეულო, რომელთაც ზოგადად არ მივირთმევთ ხოლმე და არ ვიცით, რამდენად ალერგიულია ჩვენთვის

ნაძვის ხე, ხელოვნური თოვლი დ საკვები, რომელიც ალერგიას იწვევს – მაკა რუხაძის რეკომენდაციები საახალწლოდ

მნიშვნელოვანია საკვების შენახვის ტექნიკაც, მაგალითად, ზოგიერთი ადამიანი საწებელს ასპირინს უმატებს, რაც არ შეიძლება. არსებობს ასპირინით გამოწვეული რესპირაციული პრობლემა, ასთმა, ჭინჭრის ციება და ა.შ. თუ ადამიანს გარკვეული ქრონიკული პათოლოგია აქვს და იღებს მედიკამენტებს, ტოქსიკური რეაქცია მედიკამენტის საკვებთან ან სასმელთან ურთიერთქმედებამაც შეიძლება გამოიწვიოს.

რა თქმა უნდა, საფრთხეები არსებობს, მაგრამ თუ ჩვენ გავიაზრებთ მათ და სიფრთხილით მოვეკიდებით, პრობლემა ნაკლებად იქნება. ყურადღება და გარკვეული ნიუანსების გათვალისწინება აუცილებელია. მაგალითად, ღვინო ალერგიული არ არის, მაგრამ ჭარბი რაოდენობით მიღებისას, შეიძლება ალერგიული რეაქცია განვითარდეს. შესაძლოა ზოგიერთ ლუდს დამატებული ჰქონდეს გარკვეული თხილის ექსტრაქტი, რამაც ალერგია გამოიწვიოს. შესაბამისად, ეტიკეტის და შემადგენლობის ნახვა ძალიან მნიშვნელოვანია, ამით ნამდვილად ბევრ საფრთხეს ავიცილებთ“ – განაცხადა მაკა რუხაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები