LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას უნდა ველოდოთ „ჩცდ“-ს დღევანდელი სერიიდან – „ეჰ, ვატყობ ქეთიც მიუწვება ტატიკოს…“

735
chcd

ის, რასაც მთელი საქართველო ელოდა, შეიძლება, დღეს მოხდეს – „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალ ეპიზოდში შესაძლოა, გაირკვეს, რომ ქეთი ზაზას ღალატობდა და ამის შესახებ გურიის სოფელში ქეთის ქმრის ბებიის, ტატიანას დასაფლავებაზე შეკრებილი საზოგადოება გაიგებს. მისასამძიმრებლად მისული ერთ-ერთი ქალბატონი, ოთახსი შესული კითხულობს, ამას აქ რა უნდაო… მაყურებლის ნაწილს ჰგონია, რომ ეს რეპლიკა ქეთის მისამართით გაისმის, თუმცა მეორე ნაწილს სხვა ვარაუდები აქვს.

სერიალის პრომოს გავრცელებას მაყურებლის მხრიდან ფართო გამოხმაურება მოჰყვა.

გთავაზობთ კომენტარებს:

„ეჰ, ვატყობ ქეთიც მიუწვება ტატიკოს…“

„ეს თვალთმაქცობა დაღუპავს ხალხს, სამძიმარზე მისული ადამიანი იმას უყურებს, ვინ დაასკუპეს და რატომ, რა გინდა, ადამიანო, მიხედე შენ საქმეს, თუ გული გტკივა, მიუსამძიმრე და წადი შენს უინტერესო ცხოვრებას დაუბრუნდი…“

„ეჰ, ტატი, ვისღა ეცლება შენთვის, მოგიწვენენ ახლა რძალს გვერდით. პ.ს.ორსართულიანი კუბო თუა, უკეთესია“

„მე ვფიქრობ, პირსინგიან გოგოზე ამბობს“

„დადგა განკითხვის დღე“

„მგონი, პირსინგიანზე იტყვის…რაღაც ასე მგონია“

„დღეს დიდი დღეა“

„დავიჯერო, გასკდა ამათი ამბავი? ნაირა რატო დაიჯღანა და ცუდად გახდა, ჰა?“

„ამ ქალმა იცის ქეთის და ზაზასა ამბავი. ახლა ზაზას დედა ინერვიულებს და ოზურგეთის რეფერალურში მოხვდება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g