LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ყვება ანი გაბეჩავა საბედისწერო წვეულების შესახებ:”ვიფიქრეთ, ჩხუბი მოხდა და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი”

1024
BeFunky-collage (3)

„ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორმა ელისო კილაძემ გადაცემაში „პოლიტმეტრი“ ანა გაბეჩავასთან ინტერვიუს დეტალებზე ისაუბრა.

ელისო კილაძემ ფორმულას ეთერში წვეულების მთავარი ფიგურანტის, საბედისწერო ღამის იუბილართან მიმოწერა გაასაჯაროვა და თქვა, რომ ამის ნებართვა თავად გაბეჩავასგან აიღო.

გოგონას მონათხრობის მიხედვით, ის კარგად არ იცნობდა გიორგი შაქარაშვილს, სულ რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი. ყვება, რომ იგი მისი მეგობრების მეგობარი იყო.

“გაბეჩავა ჩიქოვანს არ იცნობდა, ხოლო შაქარაშვილის მიმართ სიმპატია არ ჰქონდა” – რას უყვება ელისო კილაძეს საბედისწერო ღამის იუბილარი

გაბეჩავა ინტერვიუში ამბობს, რომ დაპირისპირების მიზეზი არ იცის. კილაძის თქმით, მას შემდეგ, რაც იუბილარმა ჩხუბის შესახებ გაიგო, კონფლიქტში მონაწილეები აგარაკიდან გაყარა.

აღელვებულ ანი გაბეჩავას, რომელიც წვეყლების სახლში ბრუნდება,  მეგობრები ამშვიდებენ. შემდეგ კი გეგმავენ ამ სახლიდან წავიდნენ, ამ დროისთვის სახლში არის გიორგი შაქარაშვილიც.

კილაძის თქმით, ანის მეგობრებმა მოილაპარაკეს, რომ ერთ-ერთი მეგობრის აგარაკზე, ლისზე ასულიყვნენ. გაბეჩავას არ სურს, მაგრამ მეგობრებს თანხმდება.

აგარაკიდან მიდიან დანარჩენებიც,  რჩებია ერთი მეგობარი თავის შეყვარებულთან ერთად, რომლებიც შემდეგ აგარაკის პატრონს გასაღებს აბარებენ.

ანი რამდენიმე მეგობართან ერთად უკვე ლისზეა, როდესაც ერთერთს საქმის ერთერთი ფიგურანტი ახვლედიანი ურეკავდ და ამგვარად იგებენ რომ იქ, მცხეთაში,  ჩხუბი მოხდა.

როგორც გაბეჩავას მონათხრობიდან ირკვევა, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე მისი მეგობარია და დაბადების დღეზე მისი მისვლიდან მალევე იწყება კონფლიქტი.

ასევე, ინტერვიუს თანახმად, ლისიდან წამოსულებმა დაინახეს ფოტოგრაფი, რომელიც ავტოსტოპით, სავარაუდოდ, სახლში მიდიოდა. გაბეჩავას თქმით, მათ იაკობი მანქანაში ჩაისვეს და თემქაზე წაიყვანეს.

კილაძე ამბობს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება იაკობ ბრეგვაძის ნათქვამი, თითქოს ის სახლში წავიდა მცხეთიდან, რადგან ის თემქის ბინაში მისვლამდე ლისზე მიდიოდა.

იაკობი ანის და მეგობრებს უყვება, რომ შეესწრო ჩხუბს, რა დროსაც დაიმალა, დარეკა 112-ში და მათ წამოიყვანეს თბილისამდე, შემდეგ კი ლისზე მათთან შესახვედრად ამოსვლა გადაწყვიტა.

შემდეგ მეგობრები მიდიან თემქაზე, რა დროსაც იგებენ, რომ გიორგი შაქარაშვილი არ გამოჩენილა, ტელეფონი არ ჰქონია და ვერ უკავშირდებოდნენ.

ანი ყვება, რომ თემქაზე საქეიფოდ არ ასულან, საჭმელიც კი არ ჰქონდათ წაღებული. ასევე, ამბობს, რომ კლასელებთან დაკავშირებას ცდილობდა.

გაბეჩავას დედა საქართველოში არ იმყოფება, ის ემიგრანტია, მამას კი ღამით მომხდარი ჩხუბის შესახებ არ მოუვა, რათა არ ენერვიულა.

“ვახო ახვლედიანიც ისეთივე მსხვერპლია, როგორც დანარჩენი ბიჭები, წარმოუდგენელი ზეწოლაა მასზე” – ოჯახი განცხადებას ავრცელებს

19 წლის გიორგი შაქარაშვილი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. იგი 18 ივნისს მცხეთაში მეგობრის დაბადების დღის წვეულების შემდეგ უკვალოდ გაქრა, რომელზეც სტუმრებს შორის კონფლიქტი მოხდა.

საქმეზე დაკავებულია 17 პირი. წინასასამართლო სხდომა 31 ივლისს არის ჩანიშნული.

პროკურატურის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცლეებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების თანახმად, შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. თუმცა, შაქარაშვილის სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღინიშნებოდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები