LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაში დაიხარჯება stopcov ფონდში მობილიზებული თანხები – ფინანსთა მინისტრის განმარტება

117
korona-w-h

stopcov ფონდში მობილიზებული თანხები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას, ან კოვიდის შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსაციას მოხმარდება – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი აცხადებს. ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ აღნიშნული თანხების გახარჯვა მთავრობის დადგენილებით იქნება შესაძლებელი.

„რაც შეეხება stopcov ფონდში აკუმულირებულ თანხებს, ძალიან მკაფიოდ გაიწერა და ითქვა ბიუჯეტში, რომ ის შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ და მხოლოდ კოვიდთან ბრძოლის ღონისძიებებს ან კოვიდის შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსაციას და ანაზღაურებას, ანუ მიზნობრიობა შენარჩუნებულია, უფრო მეტი კონკრეტიკა მთავრობის დადგენილებით იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის stopcovფონდში 133 633 742 ლარია ჩარიცხული. ფონდში თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. შეგახსენებთ, მასში ქვეყნის ყველაზე მდიდარმა მოქალაქემ, ბიძინა ივანიშვილმა 100 მლნ ლარი გადარიცხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები