LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი დურგლიშვილი: „ნიკუშა არის ჩემი ოჯახის წევრი, მაგრამ მაგიტომ არ გთხოვთ თანადგომას…“

405
რატი და ნიკა

„პრაიმ ჰაუსის“ აუტსაიდერებდის სამეულში ამჯერად ნიკა გოგვაძე მოხვდა, რომელიც ამ სკამზე პირველად ზის.

მას გულშემატკივრობს მისი ნათესავი, მომღერალი რატი დურგლიშვილი, რომელიც წერს:

„ჩემო სიყვარულო ადამიანებო, მოკლედ, ნიკუშა არის ჩემი ოჯახის წევრი, მაგრამ მაგიტომ არ გთხოვთ თანადგომას. პიროვნულად ის მთელი ბავშვობა გამოირჩეოდა თავისი ადამიანური, უნიკალური თვისებებით,  არის კეთილი, თავშეკავებული, ძალიან, ძალიან საყვარელი პიროვნება. რაც რაიმე კარგი არსებობს, ამ ადამიანზე  შეიძლება ითქვას. პროექტი დიდი სტრესის მქონეა და ნიკამ რომ მიიღო მონაწილეობა, გამიკვირდა და გამიკვირდა, აქამდე ისევ თქვენი სიყვარულით რომ მოვიდა. მადლობას გეტყვით ყველას თითოეული ესემესისთვის, თითოეული მხარდაჭერისთვის, მიყვარხართ ძალიან! დაუჭიროთ ნიკუშას მხარი. მადლობას გიხდით წინასწარ და მუდამ!.

0 903 300 304“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები