LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არიან ბავშვობის მეგობრები შეუცვლელები ჩვენს ცხოვრებაში

14773
photo-1529333166437-7750a6dd5a70

ბავშვობის მეგობრები ყველას ჰყავს, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა მეგობრობას ვერ ინარჩუნებს. შეიძლება ითქვას, რომ ის ადამიანები, ვისაც ბავშვობის მეგობრები ჰყავს ძალიან ბედნიერები არიან. ბავშვობის მეგობარი არის ადამიანი, რომელიც მომსწრეა როგორ იზრდებოდი და ყალიბდებოდი პიროვნებად, როგორ გტკიოდა და გიხაროდა, როგორ ეცემოდი და დგებოდი-მან შენი ცხოვრების ყველა ეტაპი იცის. მაგრამ ეს მხოლოდ ცოდნა არ არის, ის შენს ამ ყველა განსაცდელს თავადაც იზიარებდა, განუგეშებდა და შენთან ერთად უხაროდა.

ნამდვილი მეგობარი რომ შეუფასებელი ადამიანია ჩვენს ცხოვრებაში ეს უდაოა, მაგრამ ბავშვობის მეგობარი რომ განსაკუთრებული და შეუცვლელია, ესეც ფაქტია.

On dock

ბავშვობის საუკეთესო მეგობრები და წლების შემდეგ მათი რადიკალურად განსხვავებული გზები-ეს თემა ზრდასრულ ადამიანებს ხშირად გულს უჩუყებს და ბავშვობის ტკბილ წლებს ახსენებს.

როცა გიჭირს ბავშვობის მეგობარი ცდილობს პირველი მოვიდეს შენამდე, მუდამ მზადყოფნაშია, რათა დაგეხმაროთ.

ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც ყოველთვის შეიძლება დაეყრდნო და ეს თავისთავად  ნამდვილი, უპირობო სიყვარულია.

აი რატომ არიან ბავშვობის მეგობრები ასე ძვირფასები ჩვენს ცხოვრებაში:

ბავშვობის მეგობრებმა ზუსტად იციან საიდან მოდიხართ, ვინ იყავით და რა გზით იარეთ…

ცხოვრებაში უამრავი ადამიანი გხვდებათ, მათ უმეგობრდებით, უყვებით თქვენ შესახებ, ოჯახს, მშობლებს, მეგობრებს აცნობთ, ბავშვობის მეგობრებმა კი ეს ყველაფერი ისედაც იციან, ეს ახსნას არ საჭიროებს, მეტიც-ისინი ოჯახის წევრებადაც ითვლებიან.

ის იმდენად ახლობელია, არ ღელავ იმაზე როცა სახლი არეულია, ან რაიმე წესრიგში არ გაქვს. მოკლედ, ის შენი უახლოესი ადამიანია…

მათ იციან თქვენი უარყოფითი თვისებები, მაგრამ მაინც უყვარხარ

ისინი არასოდეს განგსჯიან ამა თუ იმ საქციელს გამო. იციან თუ როგორ მოიქცევით ნებისმიერ სიტუაციაში. ყველა მხრივ გიცნობენ და ზურგს ნებისმიერ სიტუაციაში გაგიმაგრებენ.

თქვენ ბავშვობის მეგობრებთან უამრავი მოგონება გაკავშირებთ

ყველაზე სახალისო და ამავე დროს სევდიანი თქვენი მოგონებების გახსენებაა.

რამდენ ფოტოზე შეგიძლიათ ისტორიის მოყოლა? საოცარია! თავგადასავლების გახსენება დაუსრულებელლად შეგიძლიათ.

ერთად ისევ ისეთები ხართ, როგორებიც წლების წინ, ბავშვობაში

რა შეიძლება იყოს იმაზე მაგარი, უკვე ზრდასრულ ასაკში, როცა ადამიანი მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, ბავშვობის მეგობრის მხარდაჭერას გრძნობ. იმასაც ფიქრობ, რომ ბავშვობა კი არ დამთავრდა, არამედ ის თქვენით გრძელდება.

ბავშვობის მეგობრებთან ხართ ის, ვინც სინამდილეში ხართ

არ არის საჭირო რაღაცეების დამალვა, ბავშვობის მეგობარი იმდენად კარგად გიცნობთ, რომ ეს არ გამოგივათ. პირიქით, მასთან თავისუფლდებით და ხართ ის, ვინც სინამდვილეში ხართ.

ბავშვობის მეგობარი არის ის, ვისთანაც თამაში საჭირო არ არის.

ისინი გაძლიერებენ

მეგობრობა, რომელიც დაიწყო კლასში, სათამაშო მოედანზე, ქუჩაში ან ეზოში, ახლა ზრდასრულთა ცხოვრებაში აგრძელებს არსებობას. საოცარია… როგორ შეუძლიათ ბავშვობის მეგობრებს თავი მათ გვერდით ასე დაცულად იგრძნოთ, რთულ პერიოდში კი ბრძოლა გააგრძელოთ.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შეძენილი მეგობრები ნამდვილები არ იქნებიან, ბავშვობის მეგობრის არსებობა სხვა ემოციას განიჭებთ-ისინი თითქოს ბავშვობის ანარეკლები არიან…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები