LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ათხოვებენ გოგონებს იძულებით?

180

ხშირად, მშობლები ვერ აცნობიერებენ, თვითრეალიზაციის რა შანსს ართმევენ შვილს ნაადრევი ქორწინებით, ამის შესახებ გაეროს ქალთა ფონდის მრჩეველმა გენდერულ საკითხებში, თამარ საბედაშვილმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ხშირშემთხვევაში, გოგონების ნაადრევი გათხოვება  კულუტურლი, სოციალური და ეკონომიკური პრობლემებით არის განპირობებული, ამიტომ მშობლებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია, როგორ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს მათი შვილი, ადრეულ ასაკში გათხოვების შემდეგ. როგორც საბედაშვილმა აღნიშნა, შესაძლოა, არასრულწლოვნის ორგანიზმი არ იყოს მზად რეპროდუქციული ფუნქციის შესასრულებლად, გარდა ამისა, თუ გოგონას სწავლა არ აქვს დამთავრებული, ის მუშაობასა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვებას ვერ შეძლებს.

რაც ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც არასრულწლოვანი გოგონა თავად იღებს ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებას, გენდერის საკითხებში გაეროს ქალთა ფონდის მრჩეველი , მიიჩნევს, რომ ასეთ დროს, დიდი როლი აქვს სკოლას. თამარ საბედაშვილის თქმით, მასწავლებლებმა უფროსკლასელებს უნდა განუმარტონ, რომ ნაადრევი ქორწინება სწავლის დასრულებამდე და კარიერულ განვითარებამდე, არასწორია.

” აუცილებელია დაიწყოს ფართო დისკუსია და მსჯელობა ნაადრევი ქორწინების მიზეზებზე. რა იწვევს ადრეულ ასაკში ქორწინებას, ხომ არ არის ამის ერთერთი მიზეზი ის, რომ ახალგაზრდებს არ შეუძლიათ ჰქონდეთ სექსუალური კავშირი, ოჯახის შექმნადმე. და მაშინ როდესაც მათ პარტნიორთან სურთ სექსუალური სიახლოვე, იღებენ დაქორწინების გადაწყვეტილებას” – განაცხადა თამარ საბედაშვილმა.

მისივე თქმით, ნაადრევი ქორწინების შემთხვევები რეგიონებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალაქად, ურბანული ტიპის დასახლებებში. გარდა ამისა, ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნის შემთხვევები გოგონებში უფრო ხშირია, ვიდრე ვაჟებში.

”მაგალითად, როდესაც ქვემო ქართლში ჩავატარეთ კვლევა, ამ კვლევის მიხედვით, გამოკითხულ ქალთა 17%-ს პირველი შვილი მანამდე შეეძინა, ვიდრე  16 წლის გახდებოდა. მე ვფიქრობ, რომ სამართალდამცავების რეაგირება მსგავს შემთხვევებზე, როდესაც 16 წლამდე ასაკის ბავშვთან ამყარებენ სექსუალურ კავშირს ზრდასრული მამაკაცები,  დროთა განმავლობაში  გამკაცრდება” – განაცხადა გაეროს ქალთა ფონდის მრჩეველმა გენდერულ საკითხებში, თამარ საბედაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g