LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ დაიშლა დუეტი „ჯორჯია“ – „მაკასთან სულ ამაზე მქონდა ჩხუბი…“

1465
georgiashow

დუეტი „ჯორჯია“ 10 მაისს ბათუმში, „კანუდოს ლაუნჯში“ ბენდ „ნონსტოპთან“ ერთად სოლოკონცერტს გამართავს. დუეტი არ აღდგა, უბრალოდ, მომღერლებმა გადაწყვიტეს, რომ ბათუმის კონცერტისთვის ძალები გაეერთიანებინათ.

„სხვა შუაღამის“ ეთერში მაკასა და რატის შესრულებით „იმღერე რამე“ და „იძინებს მზე„ მოვისმინეთ. მაყურებლის რეაქციიდან ჩანს, რომ ამ დუეტის მიერ შესრულებული კომპოზიციები ბევრს მოენატრა.

რატი დურგლიშვილი:

შიგადაშიგ ღია კონცერტებზე ვმღეროდით, როგორც დუეტი. ახალი არაფერი გაგვიკეთებია.

მაკა ზამბახიძე:

ახალ წელს ბევრგან მოგვიწია ერთად სიმღერა. ამას მოჰყვა თბილი კომენტარები. მაკა და რატი ერთად მაყურებელს ძალიან მოენატრა. ჩემმა პროდიუსერმა მამულიჩამ აგდაწყვიტა, რომ ნოსტალგიური კონცერტი გაგვეკეთებინა ბათუმში. გაკეთდა ჩვენი სიმღერები, ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, პირველად, ბენდთან ერთად. პირველ დღეს რაც ვიმღერეთ იურმალაში, ისიც კი გავაკეთეთ. ვიცი, რომ ბათუმელები გველიან და თბილისიდან ბევრი მოდის. ძალიან ვღელავთ, როგორ ჩაივლის საღამო. ვასრულებთ 20 სიმღერას.

მაკა ზამბახიძემ აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან მტკივნეული იყო დუეტის დაშლა – „დავრჩი ცარიელი სახელითა და გვარით, მაკა ზამბახიძით და რეპერტუარის გარეშე. დუეტის სიმღერებიც ვერ კეთდებოდა ისეთი ინტენსივობით, როგორც უნდა გაკეთებულიყო, სოლოსთვის სიმღერების მოძებნა კიდევ უფრო რთული იქნებოდა“.  რატიმ მაკას ამ ნათქვამის შესახებ აღიარა, რომ მაკას სულ სთხოვდა, სოლოსიმღერები გაეკეთებინა:„ამაზე გვქონდა სულ ჩხუბი მაკასთან. ჩხუბის ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო. რომ ვეუბნებოდი, მაკა ცალკე ფოტოსესია, ცალკე სიმღერა გააკეთეო, უარს ამბობდა, რამაც მე ჩარჩოებში მომაქცია.  ქვეცნობიერად, როგროც ჩანს, ნერვული შემოტევები დამეწყო. თავისუფლება არის ყველაზე მაგარი. საკუთარი სოლოკარიერით კმაყოფილი ვარ“.

დუეტი „ჯორჯია“ საქართველოში მას შემდეგ გაიცნეს, რაც მაკა ზამბახიძე და რატი დურგლიშვილი „ახალი ტალღის“ კონკურსზე წარდგნენნ იურმალაში და გაიმარჯვეს. დუეტს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა და მათ ხშირად მოუწოდებენ, რომ ისევ აღადგინონ „ჯორჯია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g