LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გააძევეს პოზნერი საქართველოდან – პატივი ეცით საქართველოს კანონებს, ან დაემალეთ თქვენთვის ნასროლ კვერცხებს: რას წერს რუსული მედია

144
Untitled design

“ან პატივი ეცით საქართველოს კანონებს და არ უარყოთ ამ ქვეყნის საზღვრები და ამავდროულად, შემოიკრიბეთ მსახიობების და მილიონერების ჯგუფი, რათა ამ ქვეყანაში სიხარულით აღნიშნოთ დაბადების დღე, ან, დაემალეთ თქვენთვის ნასროლ კვერცხებს და გაიქეცით სასტუმროდან ავტობუსისკენ.” – წაიკითხავთ რუსულ ვებგვერდზე – Snob.ru, მასალას, რომელშიც ავტორი 31 მარტს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს, კონკრეტულად კი რუსი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერისა და მისი თანმხლები პირების თბილისში ვიზიტით გამოწვეულ სამოქალაქო პროტესტს ეხმიანება.

როცა შენს სტუმარს ასე ექცევიან, შენ კი ვერაფერს შვრები, ეს ენით აღუწერელი შეურაცხყოფაა: რამიშვილი პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ პროტესტზე

რატომ გააძევეს პოზნერი საქართველოდან – სწორედ ამ სათაურით ქვეყნდება საავტორო მასალა. ჟურნალისტი კადრებად აღწერს მოვლენებს, რომელიც თბილისში, იმ სასტუმროსთან განვითარდა, სადაც პოზნერი და მისი პირადი სტუმრები იმყოფებოდნენ, თავად კი ეს კადრები მან პირდაპირ ეთერში ნახა. ავტორი ასევე იხსენებს კადრებს, რომელიც აქვს მობილურ ტელეფონში და რომლის ყურებაც ძალიან უყვარს – ეს მისი თავგადასავალია თბილისში, მეგობართან ერთად, და აღნიშნავს, რომ ეს კადრები მისთვის უპირობო ბედნიერების მომენტია.

“თბილისი, ზოგადად, საქართველო, არის ის ადგილი, რომელიც ყოველთვის მენატრება. ვიცი, რომ მაისში მე ნამდვილად გავფრინდები იქ და მე რუმსის სასტუმროში დავრჩები. იმედი მაქვს, ჩემი მეგობარი, ვისთან ერთადაც თბილისში, ამ სასტუმროში ვცეკვავდი, ჩამოვა ბერლინიდან. ჩვენ იქ რუსულად ვისაუბრებთ, ადგილობრივ მეგობრებთან ერთად ვიხეტიალებთ ღამის ქალაქში, არაფრის მრცხვენია.. და ჩვენც არაფრის შეგვეშინდება. ვიქნებით უსაზღვროდ ბედნიერები.

ისიც ვიცი, რომ არასდროს, რაც უნდა მოხდეს, მე არ წავალ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. მე არასდროს მივცემ უფლებას საკუთარ თავს, ვთქვა, რომ ეს დამოუკიდებელი ქვეყნებია. მახსოვს, 2008 წელს, ამ ტერიტორიებზე რუსეთის მოქალაქეების ყოფნით ისარგებლა და რუსეთმა იქ ჯარები გაგზავნა.” – წერია სტატიაში.

ავტორი წერს, რომ მისი აზრით, პოზნერს მასავით უყვარს თბილისი და ესმის მისი, თუმცა ვალდებულები არიან, მან და მისმა თანმხლებმა პირებმა, პატივი სცენ საქართველოს საზღვრებს და ქართველ ხალხს. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მისთვის ბევრად მნიშვნელოვანია თბილისში, სასტუმროში ყოფნა და სიმღერის მოსმენა, ვიდრე რუსეთის პოლიტიკური ამბიციები:

“ვლადიმირ პოზნერს, ვფიქრობ, რომ ჩემსავით ძალიან უყვარს თბილისი. მე მესმის მისი. მაგრამ ის, როგორც მე, ამ ქვეყანაში ოკუპანტის წარმომადგენელია…

პირადად ჩემთვის არჩევანი აშკარაა. ამიტომ, მე ვიცი, რომ არასდროს წავალ სამხრეთ ოსეთში ან აფხაზეთში. არც “ალბათ”, არც “იქნებ”, არ წავალ. არასდროს წავალ. მათ შორის იმიტომ, რომ ჩემთვის თბილისში ყოფნის შესაძლებლობა და სასტუმროს ფოიეში სიმღერა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რუსეთის პოლიტიკური ამბიციები. სხვათა შორის, მე ყირიმში არ წავალ, რადგან მსურს, კიევში ვიყო.” – წერს ავტორი.

ბოლოს კი აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პოზნერი არის პირველი არხის სახე და ასევე რუსეთის სახელმწიფო და მას შესაძლებლობა ჰქონდა აერჩია უამრავი მშვენიერი ადგილიდან ერთ-ერთი, სადაც შეძლებს დაბადების დღე აღნიშნოს კვერცხის სროლის შიშის გარეშე.

შეგახსენებთ, პოზნერი 1 აპრილს თბილისში საკუთარ დაბადების დღეს აღნიშნავდა. მისი და მისი თანმხლები პირების ვიზიტს სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების საპროტესტო აქციები მოყვა.

მათი განცხადებით, პოზნერი კრემლის პროპაგანდისტი და საქართველოს და უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები