LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გადაწყვიტა მთავრობამ ბავშვების დახმარება? – “მანახეთ ერთი ადამიანი, ვინც იტყვის, რომ არასწორია – თვალებში მინდა ჩავხედო!

102
110314320-1747229335414963-2623678496159581644-o

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკური კრიზისის მესამე ეტაპის პირობებში მთავრობის მხრიდან სოციალური დახმარების პაკეტის შემუშავების დეტალებზე ისაუბრა და განმარტა, რატომ შეარჩიეს სოციალური დახმარების სამიზნედ ბავშვები და ახალგაზრდები.

17 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი სახელმწიფოსგან ერთჯერადად 200 ლარს მიიღებს: პრემიერი

სოციალურად დაუცველ სტუდენტებს მთავრობა 1 სემესტრის სწავლას სრულად დაუფინანსებს

მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ეს არის ყველაზე მოწყვლადი ფენაა, რომელსაც დახმარება ესაჭიროება და ამ დასკვნამდე ხანგრძლივი ანალიზის შედეგად მივიდნენ.

მისივე განცხადებით, რომ არა stopcov ფონდი, ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების გაცემა ვერ მოხერხდებოდა.

„17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვს, იმის მიუხედავად, ოჯახში რამდენი შვილი არის, 200 ლარი დაერიცხება. შეძლებული ოჯახები, რომლებსაც შეუძლიათ ამ დახმარებაზე უარი თქვან, რა თქმა უნდა, უარს იტყვიან. ეს 200 ლარი არის გათვლილი თითოულ ბავშვზე. დღეს საქართველოში არის 880 ათასი ბავშვი, განსაკუთრებით მრავალშვილიან ოჯახებში, რომელმაც ეკონომიკური კრიზისის დარტყმას უნდა გაუძლოს, ყველაფერთან ერთად ნორმალურ სასწავლო პროცესში შევიდეს.

დამანახეთ ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ეს არასწორი ნაბიჯი იყო. მანახეთ ეს ერთი ადამიანი, თვალებში მინდა ჩავხედო. მაშინ როდესაც ყველა საერთაშორისო კვლევით არის გათვალისწინებული, რომ საქართველოში ყველაზე მეტი სოციალურად დახმარება სჭირდებათ ბავშვებს. შესაბამისად, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, განათლება უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა გახარიამ.

მთავრობა მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს ზამთარშიც აუნაზღაურებს: “იმავე პრინციპით, როგორც აქამდე იყო”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g