LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ იღუპებიან ბრიტანეთში ბიზნესმენები: ლონდონი – ყველაზე უსაფრთხო თუ საშიში ქალაქი

387
nursul77

ლონდონი მსოლიოში ყველაზე დაცულ და უსაფრთხო ქალაქად მიიჩნევა. ლონდონის საქალაქო პოლიციის მიერ დადებული დასკვნა კი მაღალი სანდოობით სარგებლობს.

ალბათ სწორედ ამიტომ ძალიან ბევრი მდიდარი, ბიზნესმენი თუ პოლიტიკოსი თავშესაფარს სწორედ ლონდონში ეძებს.

თუმცა, როგორც ბოლო წლების ფაქტები გვიჩვენებს, სწორედ ლონდონში იღუპებიან გაურკვეველ ვითარებაში.

მიზეზად კი ხშირ შემთხვევაში გულის შეტევა სახელდება ხოლმე.

ამ შემთხვევაში პირველ რიგში გვახსენდება ქართველი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი.

პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ბადრი პატარკაციშვილი ლონდონში 2008 წლის 12 თებერვალს გვიან ღამით გარდაიცვალა. დიდი ბრიტანეთის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა იყო.

2013 წლის 22 მარტს ლონდონში გარდაიცვალა პატარკაციშვილს მეგობარი ბორის ბერეზოვსკი. 67 წლის ოლიგარქი ლონდონის სახლში იპოვეს გარდაცვლილი. მედიის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

ბერეზოვსკი იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი ოლიგარქი და რამდენიმე წლის განმავლობაში კრემლთან დაახლოებული პირი, რომელიც მოგვიანებით პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ოპონენტი გახდა. ბერეზოვსკიზე ძებნა იყო გამოცხადებული რუსეთში, სადაც  დაუსწრებლად გაასამართლეს და პატიმრობა მიუსაჯეს თაღლითობაში ბრალდების საფუძველზე. ბორის ბერეზოვსკი ცხოვრების ბოლო 10 წელიწადი ბრიტანეთში ცხოვრობდა, სადაც მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს.

2018 წელს ლონდონში გარდაცვლილი იპოვეს რუსი ბიზნესმენი ნიკოლაი გლუშკოვი, რომელიც წარსულში თანამშრომლობდა 2013 წელს გარდაცვლილ ოლიგარქთან, ბორის ბერეზოვსკისთან და ასევე მეგობრობდა პატარკაციშვილთან. ბრიტანეთის მედიის ცნობით, 69 წლის გლუშკოვის გვამი 2018 წლის 12 მარტს იპოვეს მისმა ახლობლებმა. სიკვდილის მიზეზზე არაფერს იუწყებიან, მაგრამ ცნობებში ნათქვამია, რომ გვამს გაგუდვის ნიშნები ემჩნევა.

ნიკოლაი გლუშკოვი იყო სახელმწიფო კომპანია „აეროფლოტის“ დირექტორის მოადგილე და რუსმა სამმართალდამცველებმა მას ორჯერ წაუყენეს თაღლითობის ბრალდება.

ლონდონში გარდაიცვალა ქართველი ბიზნესმენი კახა ბენდუქიძე. ბიზნესმენი 2014 წლის 13 ნოემბერს 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

ინგლისის ქალაქი სოლსბერი მთელ მსოფლიოში ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც იქ მამა-შვილი სერგეი და იულია სკრიპალები მოწამლეს.

რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით სოლსბერიში 2018 წლის მარტის დასაწყისში მოწამლეს. ისინი მკურნალობის კურსის შემდეგ გადარჩნენ. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ მოწამვლაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.

ბრიტანეთში გარდაცვლილთა რიცხვს 16 აგვისტოს ნურსულთან ნაზარბაევის შვილიშვილიც მიემატა.

ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის შვილიშვილი, 29 წლის აისულთან ნაზარბაევი, რომელიც საკუთარ ოჯახს ხშირად აკრიტიკებდა და კორუფციაში ამხელდა. მისი გარდაცვალების მიზეზად ყაზახური მედია გულის გაჩერებას ასახელებს.

აისულთან ნაზარბაევმა დიდ ბრიტანეთს თავშესაფარი მიმდინარე წლის თებერვალში სთხოვა. მიზეზად მან ოჯახის მხრიდან ზეწოლა დაასახელა, რაც მის მიერ გაკეთებულ მამხილებელ განცხადებებს მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები