LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უნდა დაგიჯერონ მოქალაქეებმა, როცა თქვენივე გუნდის წევრები 2 მლნ ლარს ხარჯავენ საწვავზე? – საბა ბუაძე თბილისის მერს

147
საბა ბუაძე

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილება, საკრებულოს წევრმა საბა ბუაძემ თბილისის მერს გაზრდილ საწვავის ხარჯებზე ჰკითხა. დღეს საკრებულოს წევრებმა მერიის მიერ წარდგენილ პროექტს მხარი უნდა დაუჭირონ.

“აუდიტის სამსახურის დასკვნა ვნახეთ, სადაც ეწერა რომ 2017-2018 წლებში თბილისის მერიაში იმაზე მეტი საწვავი ჩაასხეს ავტომობილებში, ვიდრე ავზები იტევდა. ასევე, ვიხილეთ ასეულობით ავტომობილი თბილისის მერიის საკუთრებაში და ვუყურებთ იმ ავტოპარკს, რაც საკრებულოს ემსახურება. საუბარია 40 ერთეულ ავტომობილზე. ასევე, ვხედავთ საწვავის გაზრდილ ხარჯებს, 2 მლნ ლარს გადააჭარბა ამ ხარჯებმა. ამიტომ მაინტერესებს თუ თქვენივე გუნდის წევრებს ვერ არწმუნებთ იმაში, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლონ, თბილისელებმა როგორ უნდა ირწმუნონ მისი პერსპექტივა და დაიჯერონ თქვენი რეფორმა? ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმაა დედაქალაქში. რატომ უნდა დაგიჯერონ მოქალაქეებმა, როცა თქვენივე გუნდის წევრები 2 მლნ ლარს ხარჯავენ საწვავზე?”, – განაცხადა ბუაძემ.