LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაზე აღშფოთდა ნეკა დოროყაშვილი: „ერთადერთი, რაც ლუკასს შენთან აქვს საერთო, გვარია“

3469
page

ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ბასილაშვილის შვილთან ერთად გადაღებული ფოტოს გამოქვეყნებას ეხმიანება. ცნობილმა ჩოგბურთელმა ვაჟს, ლუკასს, დაბადების დღე მიულოცა და დაწერა, რომ ის ექვსი წლის გახდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვაჟს დაბადების დღეს ულოცავს – „ჩემი ბიჭი ექვსი წლის გახდა…“

ნეკა დოროყაშვილმა თავის კომენტარში, რომელიც ამ ფოტოს ქვეშ დატოვა, აღნიშნა:

„კაცი, რომელიც შვილის არც ერთ დაბადების დღეს არ დასწრებია, არასოდეს მისთვის საჩუქარი არ გაუკეთებია, რომელმაც წაართვა ბინა და არ იხდის ალიმენტს, საჯაროდ პიარისთვის სჭირდება, რომ შვილს დაბადების დღე მიულოცოს – ისიც სასამართლო პროცესების წინ. ერთადერთი, რაც ლუკასს შენთან აქვს საერთო, მხოლოდ გვარია“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები