LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეალისტურია, რომ პირდაპირი ფრენები აშშ-სთანაც გვქონდეს – ლევან დავითაშვილი

132
ლევან-დავითაშვილი

საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენების დაწყება რეალისტურია, თუმცა ამას დრო დასჭირდება – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ვიცე-პრემიერის თქმით, პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება რთული და გრძელი პროცესია.

„პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება, მათ შორის ტექნიკურ მზადყოფნას გულისხმობს, ანუ აეროპორტების ტექნიკურ შესაბამისობას, რადგან ამერიკის ადმინისტრაციას უსაფრთხოების წესებთან, შემოწმების პროცედურებთან დაკავშირებით, განსაკუთრებული სპეციფიკური მოთხოვნები აქვს. ამაზე მუშაობა კოვიდამდე დაიწყო. სამწუხაროდ, კოვიდმა პროცესი შეაფერხა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ 2023 წელს გვეყოლება მისია, რომელიც აუდიტს გააკეთებს და გვექნება დეტალური რეკომენდაციები თუ რა არის საჭირო ინფრასტრუქტურული კუთხით, რომ შესაბამისობაში ვიყოთ. ეს ერთი ნაწილია, მეორე გახლავთ კომერციული მხარე, რომ ჩვენ გვყავდეს დაინტერესებული ავიაკომპანია, რომელიც აშშ-ის მიმართულებით იფრენს. თუმცა იმ აღდგენის ტენდენციიდან გამომდინარე, რომელიც ავიაციის სფეროშია და არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, ოპტიმისტურად ვუყურებთ. ვფიქრობთ, რომ გარკვეული პერიოდი ამას დასჭირდება, მაგრამ რეალისტურია, რომ აშშ-სთანაც გვქონდეს პირდაპირი ფრენები“, – განაცხადა დავითაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები