რეალურად ეს არის შეიძლება მესამე მსოფლიო ომი, ოღონდ ჩვენ ვერ ვხედავთ ამ მტერს. მტერი არის უხილავი. ფრონტის ხაზი გადის იტალიაში, ევროპის ქვეყნებში,- ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ვითარებაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ძალიან მნიშვნელოვანია.
ის რომ ხალხის მასობრივი შეკრების ადგილი, დახურული და ვიწრო, ეპიდემიის გავრცელების მთავარი წყაროა, ახსნას აღარ უნდა საჭიროებდეს დღეს...
ის, რომ მასობრივი შეკრების ადგილი ეპიდემიის გავრცელების მთავარი წყაროა, ახსნას აღარ უნდა საჭიროებდეს - რევაზ ბოჭორიშვილი
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული დადასტურებული შემთხვევა 54 მდე გაიზარდა. აქედან 3 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 პაციენტი რჩება.