აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) აგენტებმა მის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას მისი სამი პასპორტი ამოიღეს.
„მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში FBI-ს რეიდის დროს მათ [FBI-ს აგენტებმა] სხვა ყველაფერთან ერთად ჩემი სამი პასპორტი მოიპარეს (ერთი პასპორტი ვადაგასულია). ეს პოლიტიკურ ოპონენტზე უპრეცედენტო თავდასხმაა, რაც აქამდე ჩვენს ქვეყანაში არასდროს მომხდარა. მესამე მსოფლიო!“ – აღნიშნა ტრამპმა.
 
				 
															
 
															 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 