„დროა, გავზარდოთ ზეწოლა მტერზე, რომელმაც შემართება დაკარგა, დროა გადავიდეთ ტოტალურ წინააღმდეგობაზე“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი წერს.
მისი თქმით, თუ მტერი დარჩება საწვავის, საბრძოლო მასალების, საკვების, საინჟინრო და სარემონტო დახმარების გარეშე, ის უმწეო იქნება.
„მონადირეებო, მეტყევეებო, თქვენ ყველა გზა და ზეობა იცით თქვენს ტერიტორიაზე. ეს თქვენი დროა. მტერმა უნდა იგრძნოს, რომ დაუპატიჟებლად უკრაინის მიწაზე გადადგმული ყველა ნაბიჯი, შესაძლოა, მათთვის ბოლო იყოს. ოკუპანტებს მხოლოდ ერთი მოტივაცია უნდა ჰქონდეთ — რაც შეიძლება მალე გაიქცნენ ჩვენი ქვეყნიდან.“ – წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.