LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიჟვაძემ სახლის ჩამონგრევისას გადარჩენილი მცირეწლოვანი იოანე ქავთარაძე და ზვიად თავდგირიძე მოინახულა

137
ერჰ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გადარჩენილი მცირეწლოვანი იოანე ქავთარაძე და ზვიად თავდგირიძე მოინახულა.

ერთი წლის იოანე ქავთარაძე სამაშველო ოპერაციის შედეგად ჩამონგრეული კორპუსის ახლოს მდგომი ავტომობილიდან ამოიყვანეს. ბავშვი თავს კარგად გრძნობს და სახლში იმყოფება.

გარდა ამისა, თორნიკე რიჟვაძე სტაციონარში ზვიად თავდგირიძის მშობლებს გაესაუბრა და მკურნალი ექიმისგან მოისმინა ინფორმაცია პაციენტის მდგომარეობის შესახებ. ზვიად თავდგირიძემ ნანგრევებში 11 საათი გაატარა და მისი გადარჩენა სამაშველო ოპერაციის შედეგად გახდა შესაძლებელი.

პაციენტის მდგომარეობა სტაბილურდება, შეინიშნება დადებითი დინამიკა.

,,ამ ტრაგედიამ მართლაც გააერთიანა ჩვენი ქალაქი. ეს არის უპრეცედენტო სოლიდარობის მაგალითი. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ დღეების განმავლობაში ჩართული იყო სამაშველო ოპერაციების მიმდინარეობაში , პირველ რიგში მაშველებს , მათი გმირული, თავდაუზოგავი შრომისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებს და პირადად მინისტრს, ასევე, პრემიერ-მინისტრს.

მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო რიგითი ბათუმელების, ბათუმის ტკივილი და ამ ქალაქს, მართლაც ღირსეულად უჭირავს თავი ამ დიდი ტრაგედიის, დიდი ტკივილის ფონზე. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი კიდევ უფრო აამაღლებს თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობას, მადლობა ყველა მედიის წარმომადგენელს, , რომელიც ამ დღეების განმავლობაში აქ, ადგილზე აკვირდებოდა და იღებდა მონაწილეობას ამ სამაშველო ოპერაციაში“- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მისი განცხადებით, სახელმწიფო მომავალშიც გააგრძელეს ზრუნვას როგორც მათზე, ასევე ამ ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები