LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგა

90

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 150-ე კმ-ზე (სოფ. ხევთან) მოძრაობა თავისუფალია.

შეგახსენებთ, რომ 23 მარტს, 19:00 საათზე, აღნიშნულ გზაზე, თხევადი გაზით დატვირთული ავტოცისტერნა გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობის ნაკადი მოძრაობდა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები