თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი

ფსიქოლოგი: ირინე დოღაძე

სხვადასხვა მოვლენის, ობიექტის მიმართ შიში ადამიანების დამახასიათებელი ნიშანია და მას ადაპტაციური ფუნქცია აქვს. ამ მხრივ, არც ბავშვები არიან გამონაკლისნი. შიშები ბავშვობის ასაკისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ გავრცელებულ, ბუნებრივ თავისებურებას წარმოადგენს. ასაკის მატებასთან, სამყაროს შესახებ ცოდნის გამრავალფეროვნებასთან ერთად იზრდება იმ მოვლენათა ჩამონათვალი, რომელთა მიმართაც მათ შიშის განცდა შესაძლოა გაუჩნდეთ. შესაბამისად, აქ სერიოზული არაფერია. ჩვეულებრივ, ეს უარყოფითი ემოციებიმისი ცხოვრებისთვის ხელისშემშლელი არ არის და ასაკთან ერთად შესაძლოაუკვალოდ გაქრეს კიდეც. საყურადღებოა, რომ სხვადასხვა ასაკობრივ საფეხურზე შიშის სხვადასხვა ობიექტი არსებობს. მშობლის ამოცანაა ამ მიმართულებით იცოდეს მეტი, რათა დაეხმაროს ბავშვს ასაკობრივ სირთულეებთან გამკლავებაში.

რა შემთხვევაშია ბავშვის შიში საგანგაშო

ბავშვის შიში და შფოთვა მნიშვნელოვანი სტრესი შესაძლოა აღმოჩნდეს, როგორც მისთვის, ისე მშობლებისთვის. უფროსებმა უნდა იცოდნენ სხვადასხვა ასაკობრივი საფეხურისთვის დამახასიათებელი თავისებურებების შესახებ იმისთვის, რომ აბსოლუტურად ბუნებრივი ფენომენი არ აღიქვან, როგორც სერიოზული პრობლემა. შესაბამისად, ჩნდება კითხვა როდის მიუთითებს ბავშვის შიშები პრობლემაზე და სად გადის ზღვარი ნორმასა და სირთულეს შორის. ამ კითხვაზე პასუხი კი შემდეგია:

როდესაც შიში და მისგან გამოწვეული შედეგები იმდენად ხშირი და ინტენსიურია, რომ ზემოქმედებს ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაზე (ძილი, სკოლაში ან ბაღში სიარული, სტუმრების მიღება ან თავად წასვლა, ყოელდღიური რუტინა), მაშინ აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაცია.

შიშები, რომელიც აუცილებლად საჭიროებს ჩარევას დაკავშირებულია სხვადასხვა მიზეზთან. მაგალითად: 1. გენეტიკური წინასწარგანწყობა – დაბადებიდანვე არსებული ბავშვის ხასიათობრივი გამოვლინება – ტემპერამენტი და გენეტიკური მოწყვლადობა. 2. მშობლები, რომლებთანაც აგრეთვე გვხვდება სხვადასხვა შინაარსისშიშები; 3. ზედმეტად მზრუნველი მშობლები – რომლებიც ყველაფერსბავშვისმაგივრად აკეთებენ, არ აძლევენ მას დამოუკიდებლობის საშუალებას; 4. ოჯახში სტრესული სიტუაცია – განქორწინება, ავადობა.

რომელია სხვადასხვა ასაკობრივისაფეხურისთვის დამახასიათებელი შიშები

ადამიანები ძალიან ინდივიდუალური და ერთმანეთისგან განსხვავებული არსებები არიან. შესაბამისად, არ არის აუცილებელი, რომ ქვემოთ მოცემულ ჩამონათვალი ყველა ბავშვს ერთნაირად ახასიათებდეს. ვისაუბრებთ ზოგად და უფრო ხშირად გავრცელებულ შიშების შინაარსზე. ამასთან, ზოგიერთი მათგანი რამდენიმე ასაკობრივ საფეხურზეც შეიძლება გვხვდებოდეს (მაგალითად: განშორების შიში), თუმცა მისი შინაარსობრივი დატვირთვა და გამოხატვის ფორმა ერთი ასაკობრივი ჯგუფიდან მეორემდე ცვალებადობს.

ბავშვები დაბადებიდან 2 – წლამდე

1.უცხო და ინტენსიური შეგრძნებების მიმართ შიში – ეს შეიძლება იყოს ძალიან ხმამაღალი ხმები (მაგ: მტვერსასრუტის, წვენსაწურის, თმის საშრობის, ბუშტის გახეთქვის ხმა), უცნაური და უეცარი შეხებები (მაგ: ბანაობისას წყლის უეცარი ჭავლი), მკვეთრი მოძრაობები (მაგ: სწრაფად დაშვება საწოლზე);
– რატომ ეშინიათ? – დაბადებისას მისი ნერვული სისტემა მომწიფებული ჯერ კიდევ არ არის და ისეთევე განვითარება სჭირდება, როგორც თავად ბავშვს. თუ მას უწევს ძალიან უეცარი და ჭარბი შეგრძნებების მიღება ეს მისი ცენტრალური ნერვული სისტემისთვის სერიოზული სტრესია.

2. საყვარელ ადამიანებთან განშორების შიში .

– რატომ ეშინიათ? – 8-10 თვის ასაკის ჩვილები უკვე აცნობიერებენ, რომ საგნები, რომლებიც მხედველობის არეში აღარ არიან სინამდვილეში სამუდამოდ არ ქრება და კვლავ განაგრძობს არსებობას. 8 თვის ასაკში ის უკვე ხვდება, რომ თუ დედა ოთახიდან გავა და თვალს მიეფარება, ის სადღაც რჩება და არ ქრება. ამიტომაც უფრთხიან თქვენთან განშორებას. შიშობენ, რომ მის გარეშე გააგრძელებთ არსებობას, აშინებთ თქვენგანგანცალკევებით ყოფნა. 2 წლის ასაკიდან კი კიდევ უფრო მეტად აცნობიერებენ, თუ რამდენად სჭირდებათ თქვენი სიყვრული და დაცვა.

3. უცხო ადამიანების მიმართ შიში;

– რატომ ეშინიათ? – უცხო ადამიანების მიმართ შიში 6-8 თვის ასაკიდან ჩნდება და ეს კარგის ნიშანია.ეს ნიშნავს იმას, რომ ბავშვი ახერხებს ადამიანების ერთმანეთისგან განსხვავებას, ნაცნობი და უცნობი სახეების გარჩევას. ამ ასაკისთვის ბავშვს თავის მზრუნველის მიმართ მჭიდრო ემოციური კავშირი უყალიბდება. მისთვის მშობელი სხვა დანარჩენი სამყაროსგან მხოლოდ მისი ხმის, გარეგნობის გამო კი არ გამოირჩევა, არამედ იმითაც, რომ მის მიმართ ძლიერემოციურ კავშირს და სითბოს გრძნობს. უცხო ადამიანის მის სივრცეში უეცარი შეჭრა კი ძალიან უსიამოვნო და შიშისმომგვრელი შესაძლოა აღმოჩნდეს.

4. შიშიუცნაური გარეგნობისა და სხვადასხვა ფორმიანი ადამიანების მიმართ;

– რატომ ეშინიათ? – წარმოიდგინეთ თავი ბავშვის ადგილას:უეცრად აღმოჩნდება ვიღაც დიდი, წითელტანსაცმლიანი და თეთრწვერიანი ადამიანის მუხლზე.აქამდე ეს არსება არასდროს შეხვედრია, მის მეხსიერებაში არსებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით არიცის რას ელოდოს. ამ განცდების მერე განა უცნაურია, რომ ბავშვს ეს სიტუაცია ძალიან აშინებს და თოვლის ბაბუასთან პირველი შეხვედრა შესაძლოა ტირილით დაასრულოს?!

5. ნებისმიერი სიტუაცია, რომლესაც ვერ აკონტროლებს მისთვის შიშის მომგვრელია;

– რატომ აშინებთ? – 1 წლის ასაკის ბავშვიპირველ ნაბიჯებს დგამს დანელ-ნელა უფროდამოუკიდებელი ხდება. სწორედ ამიტომ ცდილობს მშობლის გარეშე გადადგილებას, ნივთების მოპოვებას, საკუთარი საკვებით თამაშს თუ მის დამოუკიდებლად მირთმევას. ამ ახალ უნარ-ჩვევების ათვისებასთანერთად უჩნდება მოთხოვნილება, რომ იცხოვროს წინასწარმეტყველებად და კონტროლირებად გარემოშო. ნებისმიერი რამ, რაც მოულოდნელია, უცხოა და უეცარია შიშისმომგვრელი შესაძლოააღმოჩნდეს მისთვის.

ბავშვები სკოლამდელ ასაკში, 3-4 წელი.

1. ახალი, ინტენსიური, უეცარი შეგრძნებების მიმართ შიში– ნათება, შეხება, ხმები (მატარებლის ხმა, ძაღლის ყეფა, ფეიერვერკის ხმა, ცხოველის ბეწვთან შეხება და ა.შ);

– რატომ აშინებთ? – მათ უკვე იციან, რომ სამყაროში არსებული ბევრი მოვლენა მათ კონტროლს არ ექვემდებარება. შესაბამისად, ნებისმიერი ახალი გამოცდილებაშიშის წყარო შესაძლოა აღმოჩნდეს. ამ დროს განიცდიან დაახლოებით იგივეს, რასაც უფროსები ახალ სამსახურში გადასვლისას, როდესაც არ იციან რას ელოდნონ ახალი ხელმძღვანელისგან.

2. შიში იმ ყველაფრის მიმართ, რაც ძველებურად აღარ გამოიყურება, რამაც სახე იცვალა (მაგალითად: საყვარელი ბიძა წვერით და მის გარეშე, ბებია შეღებილი ან შეუღებავი თმით);

– რატომ ეშინიათ? – ძალიან რთულია უცხო ადამიანებთან ურთიერთობა, მაგრამ კიდევ უფრო რთულია, როდესაც საყვარელი ადამიანები გამოიყურებიან უცნაურად, ისე როგორც უცხოები. ადამიანების, გარემოს, მოვლენების მიმართნაცნობობის განცდა ბავშვების ბედნერების საფუძველია. ყველაფერი უეცარი სიახლე მათთვის სერიოზული სტრესის წყარო შესაძლოა აღმოჩნდეს.

3. შიში არარსებული ობიეტების მიმართ– სახიფათო ხმები, სხვადასხვა საკარნავალო ფორმები, მოჩვენებები, ჯადოქრები, საწოლის ქვეშ მცხოვრები მონსტრები, ქურდები, რომლებიც სახლში შემოჭრას ცდილობენ.

– რატომ ეშინიათ? – წარმოსახვითი თამაში უფრო და უფრო მეტად აქტუალური ხდება. ბავშვის შემოქმედებითი აზროვნებაც ვითარდება და მდიდრდება. ამ ასაკში კი მათ ჯერ კიდევ უჭირთ რეალურისა და წარმოსახვითის ერთმანეთისგან განსხვავება. ეს კი ახალი შიშის აღმოცენების საფუძველი შესაძლოა გახდეს.

4. წიგნიდან ან მულტფილმიდან მიღებული ახალი შთაბეჭდილებებით გამოწვეული შიშები – ახალი ინფორმაცია ბავშვის წარმოსახვას ავითარებს და შესაძლოა ცუდ სიზმარად, მოგონებად ან შიშის ახალ შინაარსადმოგვევლინოს.

– რატომ ეშინიათ? – ამ ასაკში ბავშვებს ჯერ კიდევ უჭირთ ნამდვილისა და მოგონილის ერთმანეთისგან განსხვავება. მაგალითად, თუ მოისმინეს მეკობრეების შესახებ ამბავი,შუქის ჩაქრობასთან ერთად შესაძლოა წარმოიდგინონ, რომ „კაპიტანი რასელი, რომელიც მძინარე ბავშვების სათამაშოებს იპარავს“ საწოლის ქვეშაა დამალული და მის ჩაძინებას ელის. მხიარულმა ჩაძინების რიტუალმა და მეკობრეებზე სასიამოვნო, სახალისო ამბების მოსმენამ, შესაძლია აღნიშნული შიშის დამარცხებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.

5. საყვარელ ადამიანებთან და ცხოველებთან განშორების შიში;

– რატომ ეშინიათ? – ამ ასაკში უკვე ფიქრობენ, რომ შესაძლოა რაიმე დაემართოთ თავად, საყვარელ ადამიანებს ან ცხოველებს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გამოცდილებაში რაიმე მსგავი აქვთ ან მოუსმენიათ.

6. სიბნელის ან სიბნელეში მარტო დარჩენის შიში – განსაკუთრებით თუ ოთახში ქუჩიდან შემომავალი ხმები ისმის ან განათება კედლებზე სხვადასხვა ჩრდილებსტოვებს.

– რატომ ეშინიათ? – ამ ასაკში ბავშვის წარმოსახვა საკმაოდ განვითარებულია. სიბნელეში კი სხვადასხვა ხმებს, ჩრდილებს თავის ინტერპრეტაციას უკეთებენ და მისტიკურ მნიშვნელობებსანიჭებენ. მაგალითად: გარეთ ტოტების ჭრიალის ხმის ინტერპრეტაცია შესაძლოა იყოს ყაჩაღი, რომელიც სახლში შემოძრომას ლამობს.

ბავშვები 5-6 წლის ასაკში

1. ახლობელ ადამიანებთან განშორების შიში;

– რატომ ეშინიათ? – ამ ასაკში ბავშვები შესაძლოა ძალიან მკვეთრად რეაგირებდნენ რომელიმე მშობელთან განშორებაზე. ამის მიზეზი კი სამყაროს შესახებ მეტი ცოდნაა. მათ უკვე იციან, რომ არსებობს ალბათობა, რომ საყვარელ ადამიანებს რაიმე ცუდიდაემართოთ. ისინი შესაძლოა უარს ამბობდნენ სკოლაში, ბაღში წასვლაზე და დაძინებაზეც კი იმ მიზეზით, რომ მშობლებისგვერდით იყვნენ. ამ გზით მეტად დარწმუნებდიან, რომ მათ საყვარელ ადამიანებს საფრთხე არ ემუქრებათ.

2. მოჩვენებების, მონსტრების, ჯადოქრების შიში – და მათი საოცრად განვითარებული წარმოსახვის ნებისმიერი სხვა პროდუქტი.

– რატომ ეშინიათ? – მათი წარმოსახვის განვითარება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ნებისმიერი მოვლენა, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში გადმოიტანს, შესაძლოა შიშის წყარო გახდეს;

3. სიბნელის, ხმაურის, მარტო დარჩენის, ავად გახდომის, სადმე დაკარგვის შიში;

– რატომ ეშინიათ? – გარდა იმის, რომ მათი წარმოსახვის ობიექტები ხდება შიშის წყარო, აგრეთვე ჩნდება შიში იმ მოვლენების მიმართაც, რაც რეალურად მართლა შესაძლებელია რომ მოხდეს.

4. ღამის კოშმარები, ცუდი სიზმრები და მათთან დაკავშირებული შიშები;

– რატომ ეშინიათ? – როგორც აღვნიშნეთ, ამ ასაკში რეალურსა და გამოგონილს შორის ზღვარის გავლება გართულებულია. შესაბამისად, ცუდ სიზმრებთან გამკლავება უჭირთ და მისი შინაარსი ძალიან აშინებთ.

5. ბუნებრივი კატაკლიზმების შიში – ცეცხლი, ქარი, ქუხილი, ელვა, ნებისმიერი რამ, რისი წარმომავლობის შესახებაც (საიდან ჩნდება) არ იციან.

– რატომ აშინებთ? – სამყაროს კვლევისას ისინი ცდილობენ მიზეზ-შედეგობრივი კანონზომიერებების აღმოჩენას. სხვადასხვა მოვლენის მიზეზებზე ფიქრისას არასაკმარისი ცოდნის ფლობის ფონზე კი არასწორ და შემაშინებელ დასკვნებამდეშესაძლოა მივიდნენ.

ბავშვები 7-11 წლის ასაკში

1. მონსტრების, ჯადოქრების, მოჩვენებების, კედელზე გამოსახული ჩრდილების შიში;

– რატომ ეშინიათ? – ამ ასაკში ჯერ კიდევ ანზოგადებენ წარმოსახვაში არსებულ მოვლენებს რეალობაზე.ფიქრობენ, რომ მულტფილმში ნანახი ან ზღაპარში მოსმენილი რეალობას შეესაბამება.

2. სახლში მარტო დარჩენის შიში;

– რატომ ეშინიათ? – ისინი ჯერ კიდევ სამყაროს შემეცნებისა და სხვადასხვა გამოწვევებთან თქვენს გარეშე გამკლავების მცდელობის ეტაპზე არიან. სახლში მარტო დარჩენა მათთვის ერთის მხრივ სასიამოვნოა, რადგან დამოუკიდებლობის განცდა უჩნდებათ, თუმცა მეორეს მხრივ შიშისმომგვრელია, რადგან ჯერ კიდევ არ აქვთ ყველა ის მექანიზმი მოწიფებული, რაც სჭირდებათ სამყაროსთან თქვენს გარეშე ურთიერთობისთვის.

3. შიში იმის შესახებ, რომ რაიმე შესაძლოა დაემართოს თავად მას ან მის საყვარელ ადამიანს;

– რატომ ეშინიათ? – ისინი აცნობიერებენ, რომ სიკვდილი გარდაუვალია, მუდმივად არსებობს და ადამიანებს საფრთხეს უქადის. შესაბამისად, იწყებენ დარდს საკუთარი და ახლობელი ადამიანების სიცოცხლესთან დაკავშირებით;

4. აშინებთ, რომ თანატოლებს არ მოეწონებათ, გარიყავენ და უარს იტყვიან მასთან ურთიერთობაზე.

– რატომ აშინებთ? – ამ შინაარსის შიში ყველა ასაკში შესაძლოა არსებობდეს, თუმცა გამოჩენას ამ პერიოდისთვის იწყებს, როდესაც განსაკუთრებით აქტუალური ხდება თანატოლებთან წარმატებული ურთიერთობის მოთხოვნილება და მათგან აღიარების მოპოვების სურვილი.

მოზარდები 12 წლის ასაკს ზემოთ

1. შიში იმის შესახებ თუ რას ფიქრობენ თანატოლები მასზე;

– რატომ აშინებთ? – ადრეული მოზარდობის (გარდატეხის ასაკის) ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თავისებურებას საზოგადოებაში საკუთარი ადგილის მოძებნა და თვითდამკვიდრება წარმოადგენს.გარდა ამისა, მოზარდებს უჩნდებათ სურვილი მიაღწიონ მშობლებისგან სრულ დამოუკიდებლობას. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორ მოახერხებენ აღნიშნული მიზნის მიღწევას; თანატოლები, როგორ შეაფასებენ მის მცდელობას;

5. მისი ან საყვარელი ადამიანის ავადმყოფობისა და გარდაცვალების შიში;

– რატომ აშინებთ? – ისინი კარგად აცნობიერებენ, რომ უბედური შემთხვევები ხდება, ადამიანები ხდებიან ავად და გარდაიცვლებიან კიდეც. ეს შიში კიდევ უფრო მძაფრი ხდება, თუ პირისპირ შეეჩეხებიან და ეს მათი გარემოცვიდან ვინმეს შეემთხვევა. ამის მიუხედავად, კვლავ მოქმედებენრისკიანად დადაუფიქრებლად. ამ ტიპის ქმედება მათი განვითარებისთვის აუცილებელი და ბუნებრივი პირობაა. მათ უნდა ჰქონდეთ მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების საშუალება, რათა გახდნენ დამოუკიდებელნი, მამაცნი, პასუხისმგებლიანი და შეძლონახალი უნარების ათვისება;

6. აკადემიური წარუმატებლობის შიში – სკოლაში, კოლეჯში, უნივერსიტეტში სწავლა;

– რატომ ეშინიათ? – ისინი იწყებენ ფიქრს სკოლის შემდგომ ცხოვრებაზე. სურთ, რომ ჰქონდეთ ზუსტად ისეთი ცხოვრება, როგორზეც ოცნებობენ. ამიტომაც აშინებთ და აფრთხობთ საკუთარი სურვილების ვერ შესრულების რისკი.

7. სამყაროში არსებული სახიფათო მოვლენების შიში – ბავშვთა გატაცება, დაყაჩაღება, ბუნებრივი კატასტროფები, ტერორიზმი, ომი და ა.შ.

– რატომ ეშინიათ? – მათ იციან, რომ ცუდი მოვლენები ხდება, თუმცა უჭირთ რეალური საფრთხეების სიხშირისა და მოსალოდნელობის ზუსტი განსაზღვრა. მაგალითად, თუ სოციალური მედიის საშუალებით იღებენ ინფორმაციას რაიმე ტიპის უარყოფითი მოვლენის შესახებ, მაშინ ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი დიდი ალბათობით მათაც დაემართებათ.

8. მშობლებთან თავის პირად, მნიშვნელოვან თემებზე საუბრის შიში;

– რატომ ეშინიათ? – ამ ასაკობრივსაფეხურზე მოზარდები იწყებენ მშობლებისგან მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელ ცხოვრებას. მათთვის ძალიან რთულია იყვნენ მოსიყვარულენი და ამავდორულად მშობლებისგან დამოუკიდებულნი. რეალურად, მშობლები მათთვის ისეთივე ძვირფასია, როგორც მანამდე იყო, და მათი აზრიც კვლავ უმნიშვნელოვანესია.

9. თანატოლებისგან გარიყვის შიში;

– რატომ ეშინიათ? – თანატოლებთან, მეგობრებთან ურთიერთობის თავისებურება სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ამიტომაც ძალიან მტკივნეულად რეაგირებენ, თუ ერთხელ მაინც გამოაკლდებიან რაიმე ტიპის საერთო შეხვედრას.

როგორ უნდა დეხმაროს მშობელი ბავშვს შიშის დაძლევაში

დაბადებიდან 2 წლამდე ბავშვებს

ეთამაშეთ „ჭი-ტა“და დამალობანა– ამ თამაშის საშუალებით ბავშვი გააცნობიერებს, რომ თქვენის სახის ხან გამოჩენისა და ხანაც გაქრობის მიუხედავად თქვენ მაინც განაგრძობთ არსებობას. მოგვიანებით კი, როცა სამსახურში წასვლის შემდგომ დიდი ხნის განმავლობაში მის მხედველობის ველში ვერგამოჩნდებით ეცოდინება, რომ უკან აუცილებლად დაბრუნდებით.

დაასწავლეთ, რომ განშორება დროებითია – ავარჯიშეთ მიზანიმართულად, ხანმოკლე პერიოდებით დატოვეთ ოთახი და კვლავ დაბრუნდით, რათა მიხვდეს, რომ უკან ყოველთვის მოდიხართ. დასაწყისისთვის დაიწყეთ ერთწუთიანი განშორებებით და აღნიშნული დრო ნელ-ნელა გაზარდეთ. ხანგძლივი დროით დატოვების ეტაპზე გადასვლისას კი აუცილებლად შეარჩიეთ მისთვის კარგად ნაცნობი და ახლობელი ადამიანი, ვისთანაც თქვენი არ ყოფნის განმავლობაში თავს მშვიდად იგრძნობს.

ყოველთვის დაემშვიდობეთ – დამშვიდობება აუცილებელი საფეხურია მასთან განშორებისას. გაპარვა, უეცრად წასვლაა, სანამ ის სხვა რამეთია დაკავებული არასწორი სტრატეგიაა. მოკლევადიან პერსპექტივაში ის შესაძლოა სასარგებლო და პრობლემის მარტივი გადაჭრის გზადმოგვეჩვენოს კიდეც. საბოლოო ჯამში კი ბავშისთვის სერიოზული სტრესის მომტანია, რადგან კიდევ უფრო მეტად გაამძაფრებს მის განშორების შიშს და შეასუსტებს თქვენდამი ნდობას. წასვლის წინ დამშვიდობება, კოცნის გაგზავნა, იმის თქმა, რომ დაბრუნდებით ყველაზე სწორი ქმედებაა.

წარუდგინეთ უცხო ადამიანები მშვიდ, მისთვის კომფორტულ სიტუაციაში – უსაფრთხო გარემოში გააცანით სხვა ადამიანები და აჩვენეთ თქვენ თავად როგორ ურთიერთობთ მათთან. არ დააძალოთ, არ გახადოთ მისთვის ეს პროცესი მტკივნეული.

სკოლამდელ და სასკოლო ასაკის ბავშვებს

მიაწოდეთ ინფორმაცია – მიუხედავად იმისა, რომ ამ ასაკში ბავშვებმა უკვე ბევრი რამ იციან სამყაროს შესახებ, მათთვის მაინც არსებობს გაურკვეველი საკითხები. მაგალითად: ჭექა-ქუხილი მართლაც სახიფათოდ გამოიყურება – არაწინასწარმეტყველებადია, ხმამაღალია, არ იცი როდის გამოჩნდება, ყოვლისშემძლედ და საშიშად გეჩვენება, გგონიაცა სკდება. მიაწოდეთ ინფორმაცია და აუხსენით რა, როგორ და რატომ ხდება სამყაროში. გამოიჩინეთ მოთმინება და გულდასმით მოისმინეთ მისი შეხედულება, გაიგეთ მისი ემოციები. ამ ასაკში ბავშვებისთვის მშობლები განსაკუთრებით გონებამახვილებად და ჭკვიანებადგამოიყურებიან.შესაბამისად, გამოიყენეთ ეს პერიოდი, ისიამოვნებთთქვენი დადებითიზეგავლენით. ახლა მასძალიან ესიამოვნება ყველა,თუნდაც უმნიშვნელო დეტალის თქვენგან მოსმენა. მშობელი მისი გმირია და ერთადერთი ადამიანია,ვისთან ერთადაც სიამოვნებით შეისწავლის სამყაროს.

გაითვალისწინეთ ინდივიდუალური თავისებურება – ზოგიერთი ბავშვი ძალიან თამამია. ადვილად ინტერესდება სიახლეებით და მარტივად ახერხებს საკუთარი აზრის დაფიქსირებას, უცხო ადამიანებთანაც კი. ზოგიერთ ბავშვს კი მეტი დრო სჭირდება სიახლეებთან, ახალ ადამიანებთან და მოვლენებთან შესაგუებლად. ბავშვთან ურთიერთობის პროცესში გაითვალისწინეთ მისი ხასიათობრივი თავისებურება და ხელი შეუწყვეთ სამყაროს სასიამოვნოდ შემეცნების პროცესს. ეს დაეხმარება შფოთვის, შიშის შემცირებასა და ემოციების დარეგულირებაში.

ეთამაშეთ – სამყაროს შესწავლის საუკეთესო გზა თამაშია. რეალურად, ბავშვის თამაშის ძირითადი ნაწილის ფუნქცია მისი ზრდასრული ცხოვრებისთვის მომზადებაა. შეგიძლიათ თამაშის პროცესი გამოიყენოთ ბავშვის შიშის ობიექტების ამოცნობისთვის და შემდგომ აღნიშნული უარყოფითი ემოციების დაძლევისთვის. წაახალისეთ ბავშვის მიერ სხვადასხვა სიუჟეტის მოფიქრების მცდელობა. აგრეთვე, მიეცით საშუალაბა თავად გამონახოს გზები, როგორ გაუმკლავდეს შიშს, თავიდან აირიდოს სახიფათო სიტუაცია, დაიცვას თავი და დარჩეს უსაფრთხოდ. ამ ყველაფერს კი მოახერხებს თამაშ-თამაშით. ამის შემდგომ, თამაშის პროცესში მიღებული გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა აღარ გაუჭირდება.

გამოიჩინეთ სიფრთხილე, რომ თქვენმა რეაქციებმა კიდევ უფრო არ გაამწვავოს სიტუაცია – მნიშვნელოვანია არ უგულებელყოთ ბავშვის ემოცია და არ ჩათვალოთ, რომ ეს არაფერს ნიშნავს, ყურადღების ღირსი არ არის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ზედმეტად დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭოთ ბავშვის ემოციებს. თუ ზედმეტ ყურადღებას გაამახვილებთ, ძალიან შეიცხადებთ, ხშირად შეახსენებთ ან ყველაფერს ეცდებით, რომ მისთვის სახიფათო სიტუაცია სრულიად გააქროთ, ამან შესაძლოა კიდევ უფრო განამტკიცოს, გააძლიეროს მისი შიშის განცდა. ზედმეტად რეაგირების ნაცვლად ეცადეთ რაციონალურად განიხილოთ პრობლემა და დაარქვათ შიშს თავისი სახელი.

არ უთხრათ, რომ მისი შიში უსაფუძვლოა – ცხადია, რომ ყველა მზრუნველ მშობელს სურს საკუთარი შვილის შიშისგან გამოწვეული უარყოფითი ემოციებისგან დაცვა. ზოგჯერ კი ამას შიშის ობიექტის არ არსებობაზე მითითებით ცდილობენ: „აქ ქურდი არ არის, ქურდი არ არსებობს“. ხანმოკლე პერსპერქტივაში ეს შესაძლოა სწორი გზა იყოს, თუმცა პრობლემას ვერ მოაგვარებს. მშობლის უარყოფის მიუხედავად ბავშვს მაინც აქვს შიშის განცდა და ამ გზით ნაკლებად დაწმუნება საკუთარ შესაძლებლობაში. მშობელმა უნდა უთხრას, რომ ბავშვის ემოციები, შიშისგან გამოწვეული უარყოფითი განცდები რეალურია და პატარ-პატარა დისკომფორტების არსებობა ზოგჯერ საჭიროა იმისთვის, რომ სიმამაცის გამოჩენის, საკუთარ თავთან გამკლავების შესაძლებლობა გვქონდეს. ახლა კი დროა მანაც გამოიყენოს ეს შესაძლებლობა.

ასწავლეთ შიშის გაკონტროლება – დიდი სიფრთხილით, ეტაპობრივად წარუდგინეთ შიშის ობიექტები და ასწავლეთ საკუთარი ემოციების გაკონტროლება. მაგალითად, თუ ბავშვს მტვერსასრუტის ეშინია, სთხოვეთ თქვენთან ერთად გამოიყენოს, შეისწავლოს ის სანამ გამორთულია. თუ ბავშვს ძაღლების ეშინია, დასაწყისისთვის წარუდგინეთ ცხოველის წიგნში გამოსახული სურათები; აჩვენეთფილმი დავიდეო; შემდგომ მიეცით საშუალება დააკვიდრეს ღობის მიღმა. ეს ნაბიჯები ფრთხილი და ეტაპობრივი უნდა იყოს. დაიწყეთ ყველაზე უსაფრთხო ნაბიჯით (სურათის ჩვენებით) და ბოლოს გადადით ყველაზე რთულ საფეხურზე (ნამდვილძაღლთან ურთიერთობა). ასწავლეთ მის გარშემო არსებული სამყაროს შესწავლა და გაკონტროლება, ამ გზით დაეხმარებით გახდეს მეტად მამაცი და გამბედავი.

არ ეცადოთ შიშისგან მის სრულიად დაცვას – არ ეცადოთ მისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოსშექმნას, რომ საერთოდ აღარ შეეშინდეს. თქვენმა ამ ტიპის მონდომებამ შესაძლოა უფრო მეტად დაარწმუნოს, მის შიშის რეალური საფუძველის არსებობაში. ამის ნაცვლად, იმუშავებთ ბავშვის თვითშეფასებისა და თვითდაჯერებულობის უნარის განვითარებაზე, რათა მან დამოუკიდებლად მოახერხოს საკუთარი თავის დაცვა. რა თქმა უნდა, ოქროს შუალედის პოვნა ძალიან რთულია. ყველა მშობელს სურს საკუთარიშვილი ნებისმიერი საფრთხისგან დაიცვას. თუმცა, სწორია ბავშვის სიმამაცისა და გამბედაობის წახალისება, რათა თქვენი დამხარებით, მაგრამ მათ თავად შეძლოს საკუთარ პრობლემებთან გამკლავება.

ამოიცნით შიშის სხეულებრივი გამოვლინებები – შიშის რეაქციებს ფიზიოლოგიური, სხეულებრივი გამოვლინებები აქვს. ბავშვებს შესაძლოა დაეწყოთ ნერვული ტიკები – უნებლიე მოძრაობები. თუ ამ ტიპის მოქმედებებს შეამჩნევთ დაიწყეთ მისი მიზეზების გამორკვევა. ის შესაძლოა უკავშირდებოდეს შიშს, უსაფთხოების განცდის ნაკლებობას ან ემოციურ სირთულეებს.

ამოიცანით მისი საყვარელი ობიექტები – სათამაშოები, ნივთები, ნაცნობი ოებიქტები ხშირად ბავშვისთვის დამშვიდების საშუალება, ეხმარება მას კომფორტის შენარჩუნებასა და უსაფრთხოების განცდაში. საყვარელ სათამაშოსთან, ნივთთან ერთად დაძინება ან გადაადგილება შესაძლოა აღმოჩნდეს ერთ-ერთ სასარგებლო გზა მისი ემოციური მდგომარეობის შემსუბუქრებისთვის და შიშის დაძლევისთვის.

აქტიურად მიიღეთ მონაწილეობა მასთან ერთად კითხვის ან ტელევიზორის ყურების პროცესში – უყურეთ მულტფილმებს, სატელევიზიო გადაცემებს ან იკითხეთ წიგნები მასთან ერთად. ზოგიერთი ბავშვი შესაძლოა ადვილად უმკლავდებოდეს სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას, ზოგიერთს კი უჭირდეს აზრის სწორად გამოტანა. ამ პროცესში თქვენი ჩართულობით მოახერხებთ ბავშვის წაკითხულისგან, მოსმენილიგან გამოტანილი შინაარსის, მისი ინტერპრეტაციის გაკონტროლებას. ამ გზით, თავიდან აირიდებთ არასწორი ინტერპრეტაციების საფუძველზე გაჩენილ შიშებსა თუ ღამის კოშმარებს.

გახსოვდეთ, რომ ისინი გაკვირდებიან – ბავშვები გულდასმით აკვირდებიანუფროსებისქმედებებს. თუ ხედავენ, რომ ძაღლის გეშინიათ, დიდი ალბათობით იგივე რეაქცია ჩამოუყალიბდებამასაც. შესაბამისად, ეცადეთ აჩვენოთ როგორი მონდომებით ცდილობთ სიმამაცისა და გამბედაობის გამოვლენას.

დარქვით მის შიშს სახელი – ესაუბრეთ მათიშიშის შინაარსზე. აუხსენით ამ პროცესის ბიოლოგიურისაფუძველი. უთხარით, რომ შიშის განცდა ფიზიოლოგიური, ბიოლოგიური პროცესია და თავის ტვინის კონკრეტული უბნების აქტივობას უკავშირდება. რაც უფრო უკეთესად შეძლებენსაკუთარი შიშის დახასიათებას, მით უკეთ მოახერხებენ მასთან გამკლავებას.

წაახალისეთ სიმამაცის ნებისმიერი გამოვლინება – ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების აზრი და შეფასებები. ისინი დიდი მონდომებით ეცდებიან თქვენი მოლოდინების გამართლებას.

თუ თქვენი მცდელობის მიუხედავად ბავშვის შიშის განცდა არ იკლებს და იმდენად ინტენსიურია, რომ შედეგად ბავშვს პრობლემები ექმნება ყოველდღიურ საქმიანობაში, მაშინ რეკომენდირებულია მიმართოთ სპეციალისტს.

თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი

მსგავსი თემები