LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რკინის გუმბათი“ და საქართველო – უტოპიაა თუ ასრულებადი ოცნება: რატომაა ისრაელი მსოფლიოში ყველაზე დაცული ქვეყანა

6966
VHD4ZAC4BJL2XJRMYCAON6ZHOE

ისრაელსა და იმ პალესტინელებს შორის, რომლებიც აღმოსავლეთ იერუსალიმში, ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე ცხოვრობენ, დაძაბულობა  საომარ მოქმედებაში ხშირად  გადაზრდილა.

ღაზას პალესტინური სამხედრო დაჯგუფება “ჰამასი” მართავს. ისრაელი მკაცრად აკონტროლებს ღაზას საზღვარს, რომ არ მოხდებს იარაღის შეტანა.

 

ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა გაუშვა

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს Facebook-ზე წერს, რომ დაშავებულია რამდენიმე ადამიანი,მათ შორის ერთ-ერთი 5 წლის გოგონაა.   

საკითხები, რომელზეც მხარეები ვერ თანხმდებიან, ბევრია:

  • პალესტინელი ლტოლვილების საკითხი – უნდა არსებობდეს თუ არა დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებები,
  • უნდა იყოფდეს თუ არა ორივე მხარე იერუსალიმს
  • და ყველაზე მწვავე საკითხი – უნდა შეიქმნას თუ არა ისრაელთან ერთად პალესტინის სახელმწიფო.

სამშვიდობო მოლაპარაკებები 25 წელზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა კონფლიქტის მოგვარება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

11 მაისს  „ჰამასმა” ღაზას სექტორიდან ისრაელის ცენტრალური ნაწილი, მათ შორის თელ-ავივი დაბომბა.

უცხოური მედიის ცნობით, ამ მიმართულებით 140-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. თავის მხრივ, ისრაელი ამ რაკეტების განეიტრალებას საჰაერო თავდაცვის სისტემებით შეეცადა, რომლის ეფექტურობაც 90 პროცენტი იყო.

„რკინის გუმბათი“ ეს ის თავდაცვითი სისტემაა, რამაც 11 მაისს უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

„რკინის გუმბათის“ მნიშვნელობაზე და იმის ალბათობაზე, რამდენად შეიძლება საქართველოსაც ჰქონდეს ასეთივე თავდაცვის შესაძლებლობა, „ფორტუნა“ სამხედრო ექსპერტს, ირაკლი მჭედლიშვილს ესაუბრა:

 

 

„რკინის გუმბათი წლებია არსებობს და ის დროთა განმავლობაში იხვეწება. ისე არ ხდება, რომ ააშენეს და ამით ყველაფერი დამთავრდა. ყველა სამხედრო სისტემას სჭირდება მუდმივი განახლება. ისევე როგორც სამხედრო სტრუქტურებს. როცა მოწინააღმდეგე ხვეწს თავის იარაღს, შენც შესაბამისად შენი თავდაცვის სისტემა უნდა გააძლიერო“. – ამბობს სამხედრო ექსპერტი „ფორტუნასთან“ საუბარში. 

 

„რკინის გუმბათი“ და საქართველო – უტოპიაა თუ ასრულებადი ოცნება, რომლის განხორციელებასაც პოლიტიკური ნება სჭირდება?

 

„ჩვენ თუ მოვინდომებთ „რკინის გუმბათის“ გაკეთებას კი არა ძალიან ბევრ რამეს შევძლებთ,  მაგრამ როგორც მე ვატყობ, „რკინის გუმბათი“ გავაკეთოთ კი არა, პარტიები ერთმანეთში  ვერ ლაპარაკობენ. ასეთ სიტუაციაში ვერც რკინის გუმბათის აშენება გადაწყდება და ვერც მარტივი თავდაცვის სისტემა იმუშავებს გამართულად.

„რკინის გუმბათის“ გაკეთებას უკან სჭირდება გამართული, დემოკრატიული და სტაბილური პოლიტიკური  სისტემა, რაც ჩვენ არ გვაქვს.

თუ გვინდა „რკინის გუმბათი“ უნდა დავიწყოთ გამართული პოლიტიკური სისტემის შექმნით.

შორიდან თითქოს ისე ჩანს, რა შუაშია ეს ორი სისტემა. მაგრამ აუცილებელია რესურსების მობილიზაცია და რა თქმა უნდა, დაგვჭირდება პარტნიორების დახმარება. ყველაფერს ჩვენ ვერ გავაკეთებთ პროგრამული უზრუნველყოფიდან დაწყებული“. – აცხადებს ირაკლი მჭედლიშვილი.

 

 

კითხვაზე, რომელი ქვეყანაა ისრაელის მსგავსად დაცული, ექსპერტი პასუხობს:

„არც ერთ ქვეყანას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მთელი თავისი ტერიტორიის დაცვა უზრუნველყოს ამ დონის თავდაცითი სისტემით.

საბჭოთა კავშირის დროს აშშ-სა და სსრკ-ს შორის იყო დადებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ერთი ობიექტის დაცვა იყო შესაძლებელი და საბჭოთა კავშირმა მაშინ მოსკოვის დაცვა აირჩია.

ახლა რუსეთი ამბობს, რომ აქვს ასეთივე თავდაცვითი სისტემა. ასეთი სიზუსტით შეიძლება არ დაიცვას, მაგრამ მაინც …“- განმარტა სამხედრო ექსპერტმა „ფორტუნასთან“.

 

ცნობისთვის, „რკინის გუმბათი“ – ტაქტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა, რომელიც განკუთვნილია არამართვადი ტაქტიკური რაკეტებისაგან ისრაელის დასცვისთვის. შექმნილია კომპანია Rafael-ის მიერ.

თითოეულ ბატარეას შეუძლია დაიცვას 150 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია.

პირველი ბატარეა განთავსდა 2011 წლის 27 მარტს ბეერ-შევასთან ახლოს. 2012 წლის 10 მარტს The Jerusalem Post-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ „რკინის გუმბათმა“ ღაზის სექტორიდან გამოტყორცნილი რაკეტების 90% გაანადგურა, რომლებიც დასახლებული პუნქტების დასაბომბად იყო განკუთვნილი.

 2012 წლის ნოემბრისათვის ანტისარაკეტო სისტემამ 400-ზე მეტი რაკეტა გაანადგურა.

2014 წელს ისრაელის მთელ ტერიტორიაზე დამონტაჟდა 9 ბატარეა. 2014 წლის ბოლოსათვის, „რკინის გუმბათმა“ ჩამოაგდო 1200 რაკეტა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები