LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რკონი-შთამბეჭდავი ფოტოსესიისა და ისტორიული სანახაობისთვის

405
cover (1)

ისტორია,შემოდგომის ფერები,ფერადი ფოტოსესია და მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა. საქართველო ამ მხრივ მდიდარი და ტურისტულადაც მიმზიდველი ადგილია. ამჯერად ოქროსფერი რკონისკენ ავიღეთ გეზი და „ბონ ვოიაჟის“ფარგლებში ამ ადგილის შესახებ გიამბობთ.

კომპლექსი მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტში,სამხრეთ-დასავლეთით 20 კილომეტრის მოშორებით, მდინარე თეძმის მარცხენა ნაპირზე.მარშრუტი სოფ. რკონის ცენტრში იწყება, მდინარე თეძმის ხეობას მიუყვება და ტყით დაბურული ლამაზი ბილიკის გავლით ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ გამორჩეულ ძეგლთან, რკონის სამონასტრო კომპლექსთან მიდის, რომელიც სხვადასხვა პერიოდის ნაგებობებისგან შედგება. კომპლექსის შემადგენლობაში შედის ძველი VII-XVIIIსს-ით დათარიღებული ღვთისმშობლის ეკლესია, კარიბჭე, სამლოცველო, სატრაპეზო, კოშკი, სამრეკლო, ნათლისმცემლის ეკლესია, ერთნავიანი ხიდი, და ბერების სენაკები. სამნავიან ბაზილიკას შემოსასვლელი სამი მხრიდან აქვს. აქვეა ნათლისმცემლის ეკლესიაა, რომელიც XIII-XIV საუკუნით თარიღდება და ასევე მნიშვნელოვან ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს.

ერთ ერთი პოპულარული სანახაობა ხიდია,რომელიც პირვანდელი სახითაა შემორჩენილი. რკონის ხიდი ასევე ცნობილია როგორც თამარ მეფის ხიდი. აღსანიშნავია, რომ ძველი ხიდების უმრავლესობა რომლებიც დღემდე გადარჩა, თამარის მეფობის დროსა აგებული. ხიდი განსაკუთრებით მიმზიდველია ფერადი ფოტოსესიისთვის.

საინტერესოა ასევე ლეგენდა,რომელიც გვიყვება აქ არსებული სალოცავი ხის შესახებ, რომელზეც მლოცავები შეწირულობას ჰკიდებდნენ.

რკონის ისტორიული მნიშვნელობა ძალიან დიდია. ამ ადგილას XII-XIII საუკუნეებში გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამხედრო-სტრატეგიული გზა, რომელიც აკავშირებდა შიდა ქართლს ჯავახეთთან, თრიალეთთან და შემდეგ, სომხეთის გავლით, ახლო აღმოსავლეთთან. რკონში ფუნქციონირებდა სახელოსნო,სადაც ამზადებდნენ შეიარაღებული აჯანყებისათვის საჭირო იარაღსა და ფეთქებად ნივთიერებებს. აქვე გეტყვით,რომ ადგილამდე მისასვლელად დაახლოებით 3 კმ-ის გავლა ფეხით მოგიწევთ,თუმცა ეს გზა ულამაზესი ხედებით დაგატკბობთ და შთამბეჭდავი ფოტოების გადაღების საშუალებასაც მოგცემთ.