LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობი უილიამსისა და აიდა ფილდის გიჟური ზაფხული ესპანეთის კუნძულებზე (ფოტო)

486
rob-jumping

ბრიტანეთის ყველაზე ეპატაჟური და ამავე დროს, ყველაზე მყარი ოჯახური წყვილი, რობი უილიამსი და აიდა ფილდი შვილებთან ერთად ზაფხულს ესპანეთში, ბალეარის კუნძულებზე ატარებენ. მეუღლეები პაპარაცების ობიექტივში მაშინ მოხვდნენ, როდესაც ისინი იახტაზე ფანტასტიკურ დროს ატარებდნენ. ფოტოებზე ჩანს, როგორ ხტება ზღვაში 45 წლის რობი და როგორც ცდილობს მას მიბაძოს აიდამ. მათთან ერთად იმყოფებიან შვილები, მეგობრები და ოჯახის სხვა წევრები.

როგორც ყოველთვის, ამჯერადაც უილიამსი-ფილდის წყვილი პლაჟსა და ზღვაზეც ეპატაჟურია. აიდა ფოტოებზე ფანტასტიკურად გამოიყურება „ამელია ოდაბაშის“ მწვანე ფერის საცურაო კოსტიუმით, რომლის ღირებულებაც 198 ფუნტი სტერლინგია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები