მრავალრიცხოვან კინოჟანრებსა და თემატურად გაერთიანებულ ფილმებს შორის, ცალკე კატეგორიად შეიძლება გამოიყოს ფილმები და პერსონაჟი ქალები, რომელთაც უზარმაზარი გავლენა მოახდინეს საზოგადოების დამოკიდებულებაზე ახალგაზრდა მამაკაცისა და მასზე ბევრად უფროსი ქალის ურთიერთობაზე.

9 ფილმი მამაკაცისა და მასზე ბევრად უფროსი ქალის ურთიერთობაზე:

„კურსდამთავრებული“ (The Graduate, 1967) – დუეტის Simon & Garfunkel-ის სიმღერის Mrs. Robinson-ის წყალობით ფილმის მთავარი გმირის სახელმა განზოგადოებული მნიშვნელობა შეიძინა. მართალია, ახალგაზრდა კურსდამთავრებულის (დასტინ ჰოფმანის ერთ-ერთი პირველი როლი) მაცდუნებელი ქალი ჟანა მოროს უნდა განესახიერებინა, მაგრამ საბოლოოდ როლი ენნ ბრენკროფტმა მიიღო. კომედიამ „ოსკარის“ პრემია დაიმსახურა საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში და დღემდე ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად ითვლება.

„პიანისტი“ (La Pianiste, 2001) – ავსტრიელი მწერლის ელფრიდა ელინეკის რომანის ეკრანზე გადატანით მიხაელ ჰანეკემ კონსერვატორიის ახალგაზრდა სტუდენტისა და მისი პედაგოგის სასიყვარულო ისტორია მოუთხრო მაყურებელს. 2001 წელს დრამამ რეკორდული – სამი პრემია, მათ შორის გრან-პრი დაიმსახურა კანის კინოფესტივალზე.

„ის“ (Elle, 2016) – კიდევ ერთი ასაკოვანი ქალის ისტორია, რომელსაც ახალგაზრდა კაცი ეთაყვანება – პოლ ვერჰოვერნის ნამუშევარი ტრილერის ელემენტებით და სატირით თანამედროვე ევროპაზე, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ასაკის მატებასთან ერთად ქალი არა თუ კარგავს მომხიბვლელობას, არამედ პირიქით, სულ უფრო მიმზიდველი ხდება მამაკაცებისთვის.

„ამერიკული ღვეზელი“ (American Pie, 2000) – მართალია, ზრდასრულ ქალთან ურთიერთობა ნაკლებად შეიძლება ჩაითვალოს ფილმის მთავარ სიუჟეტურ ხაზად, მაგრამ „სტიფლერის დედა“ ნამდვილად იქცა ფილმის მთავარ ღირსებად. აბრევიატურა MILF (Mom I’d like to fuck), ჯერ კიდევ 1980-იანი წლების ბოლოს გაჩნდა, თუმცა სწორედ ჯენიფერ კულიჯის წყალობით გავრცელდა, რომელმაც „სტიფლერის დედის“ როლის მორგებამდე როგორც სცენარისტმა და სთენდაფ კომიკოსმა მოიპოვა პოპულარობა.

მე – შენი სიყვარული ვარ“ (Io sono l’amore, 2009) – ტილდა სუინტონმა ამჯერად იტალიელი მეწარმის რუსი ცოლი განასახიერა, რომელსაც საკუთარი შვილის მეგობარი უყვარდება. სხვათა შორის, მსახიობს არც რეალურ ცხოვრებაში აფრთხობს ასაკობრივი სხვაობა, რადგან ბოიფრენდზე 18 წლით უფროსია.

„შერი“ (Chéri, 2009) – მიშელ პფაიფერი, რომელმაც ამჯერად ყოფილი კურტიზანი განასახიერა, მანამდეც ხშირად აცდუნებდა ახალგაზრდა მამაკაცებს ფილმებში „არასდროს ვიქნები შენი“ და „პირადი“. რაც არცაა გასაკვირი, მსახიობი დღესაც იმდენად ბრწყინვალედ გამოიყურება, რომ თავისუფლად ჯაბნის ახალგაზრდა კონკურენტებს.

„საიდუმლო ვნება“ (Adoration, 2013) – რობინ რაითისა და ნაომი უოტსის პერსონაჟები, რომლებიც ბავშვობიდან მეგობრობენ, ერთმანეთის შვილებთან აბამენ რომანს. ავსტრალიის ეგზოტიკური ხედების ფონზე გადაღებული ფილმი არა მხოლოდ არაორდინალური სიუჟეტით, არამედ ქალის ბუნებისა და მისი სურვილების ღრმა ფსიქოლოგიური კვლევით გამოირჩევა.

„ოჰ, ეს მეცნიერება“ (Weird Science, 1985) – ახალგაზრდული კომედია ორ გაუბედავ მოზარდზე მოუთხრობს მაყურებელს, რომლებიც კომპიუტერულ ლამაზმანს ქმნიან და სწორედ გამოცდილი ქალბატონის დახმარებით აგვარებენ პრობლემებს კლასელებთან, მშობლებთან და მეგობარ გოგონებთან.

„დედაშენიც…“ (Y Tu Mamá También, 2001) – ალფონსო კუარონის ე.წ. როუდ-მუვიმ ორ მეგობარზე, რომლებიც მომხიბვლელი გათხოვილი ქალის კომპანიაში ატარებენ არდადეგებს, არა მხოლოდ ვენეციის კინოფესტივალის პრემია მოიპოვა საუკეთესო სცენარის ნომინაციაში, არამედ კომერციულად ყველაზე წარმატებული ფილმი გახდა მექსიკური კინოს ისტორიაში.

 

კატეგორიები: რჩევები ფილმები

მსგავსი თემები