LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა ტინა კუნაკი ხარ და ყველაფერი გიხდება –  მოდელი უცნაურ კაბაში

241
tinakunaki3545

დოჰაში გამართული ღონისძიება Fashion Trust Arabia წელსაც საკმაოდ ვარსკვლავური გამოდგა. ეს გახლავთ 2018 წელს დაარსებული ღონისძიება, საიდანაც შემოსული თანხა ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აფრიკის მასშტაბით ახალბედა დიზაინერების აღმოჩენას ისახავს მიზნად.

წელს საპატიო სტუმრებს შორის იყო ვენსან კასელის მეუღლე, მოდელი ტინა კუნაკიც. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია კუნაკის ორიგინალურმა ჩაცმულობამ. ის ფრანგი დიზაინერის, ალბერ ელბაზუს ვარდისფერ კაბაში იყო გამოწყობილი, რომელიც თავიდან ბოლომდე უცნაურია. ორიგინალურია თავად კაბის ფორმაც, ის უფრო მოსაცმელს ან მანტოს ჰგავს. თავსაბურავი, ფერები, ჭრილი და სიმეტრია, აქ ყველაფერი ძალიან უცნაურია, თუმცა როგორც მოდის კრიტიკოსები ამბობენ, კუნაკის ყველაფერი უხდება.

„გლადიატორის სანდლები“ ჯერ ასე არავის მოხდენია – ტინა კუნაკის ცეცხლოვანი ფოტოები „ინსტაგრამიდან“

ფოტო/ვიდეო: კაბა წვიმის ეფექტით – ტინა კუნაკი გლამურულ წვეულებაზე ბრწყინავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g