LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც ბავშვი გეუბნება „მე თვითონ“ შევჭამ, შეგიძლია 15 წუთით ადრე გაიღვიძო, რათა მისცე მას ამის საშუალება – თინათინ ჭინჭარაული

145
#FORTUNANEWS (2)

„აზროვნების აკადემია“ „ფეისბუქის“ გვერდზე ცნობილი ნეიროფსიქოლოგის, თინათინ ჭინჭარაულის ლექციიდან ამონარიდს ავრცელებს. ჭინჭარაული ბავშვებისთვის თავისუფალი არჩევანის აუცილებლობაზე საუბრობს:

„როდესაც ბავშვი გეუბნება „მე თვითონ“ შევჭამ, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება 15 წუთით ადრე გაიღვიძო, რათა მისცე საშუალება „ცდის და შეცდომის მეთოდით“, დასვრით, მაგრამ თვითონ ჭამოს საჭმელი.

ხშირად მშობელს ყოფითი აქტივობები არაფრად მიაჩნია და ფიქრობს, რომ „ჯობია, მე სწრაფად ჩავაცვა, მოვაწესრიგო და დავსვა სამეცადინოდ“. სინამდვილეში ეს „დავსვა სამეცადინოდ“ შეიძლება ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის და ბედნიერების განცდისთვის, ვიდრე ის, რომ ბავშვმა გააცნობიეროს, რომ თვითონ გაიხადა და იგრძნოს სიამაყე, ფეხსაცმელი რომ გაიძრო პირველად. ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამ დროსაა საჭირო მხარდაჭერა ოჯახის წევრების მხრიდან.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები