LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც ხელისუფლება უარს ამბობს შეზღუდვების გონივრულ შემსუბუქებაზე, გამოსავალი ერთიანი სახალხო პროტესტია – “ევროპული საქართველო”

83
evropuli-sakartvelo

„ევროპული საქართველო“ დღეს, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივების წინააღმდეგ დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდება.

როგორც პარტიაში აცხადებენ, მათთვის მიუღებელია ის არაპროპორციული შეზღუდვები, რომელიც მთავრობას პანდემიასთან ბრძოლის მოტივით აქვს დაწესებული.

„ჩვენთვის მიუღებელია ის არაპროპორციული შეზღუდვები, რომლებიც მთავრობას აქვს დაწესებული პანდემიასთან ბრძოლის მოტივით. მაშინ, როდესაც ხელისუფლება უარს ამბობს შეზღუდვების გონივრულ შემსუბუქებაზე, გამოსავალი ერთიანი სახალხო პროტესტია“. – აცხადებენ „ევროპულ საქართველოში“.

კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლება“-ს ორგანიზებით დღს აქცია გაიმართება.

“ტყუილია, რომ ცოტა ხანში გახსნიან, ტყუილია ისიც, რომ ახლა ვაქცინა იქნება სწრაფად და ეშველებათ” – შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით დღეს აქცია გაიმართება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g