LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც პრაგმატულ პოლიტიკას ტაშს უკრავს „ქართული ოცნება“, ჩვენი მოქალაქეები იღუპებიან“ – თეონა აქუბარდია სოფელ კირბალში მომხდარზე

136
Untitled design (1)

„როდესაც პრაგმატულ პოლიტიკას ტაშს უკრავს „ქართული ოცნება“, ჩვენი მოქალაქეები იღუპებიან“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, რითაც რუსი ოკუპანტების მიერ, სოფელ კირბალში საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გამოეხმაურა.

„სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს“ – სუსი

მისი თქმით, საფრთხეების შეფასება და დეოკუპაციის პოლიტიკის განახლება პირველი უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რაც ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს.

„პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის შეფასება ამ ფაქტის, ისევე როგორც საფრთხეების ჩვენი მოქალაქეებისთვის. ძალიან მიჭირს რაიმე გითხრათ, რადგან 2011 წლიდან არ განახლებულა პოლიტიკა დეოკუპაციის კუთხით და რუსეთთან მიმართებით საერთოდ რანაირი პოლიტიკა გვაქვს. როდესაც პრაგმატულ პოლიტიკას ტაშს უკრავს „ქართული ოცნება“, ჩვენი მოქალაქეები იღუპებიან“, – აღნიშნა აქუბარდიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g