LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის გაიხსნება თბილისი და სხვა ქალაქები: გადაწყვეტილება მიღებულია

641
94881764-2541813472587303-4082831924878376960-o

“11 მაისიდან, ორშაბათიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა თბილისში”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. პრემიერმა სხვა ქალაქების გახსნაც დააანონსა. მისი თქმით, შესვლისა და გასვლის შეზღუდვა რუსთავსა და გარდაბანში 14 მაისს, ხოლო მარნეულში 18 მაისს მოიხსნება.

“ამ ქალაქებში შესვლა- გამოსვლის შეზღუდვა მოიხსნება, თუმცა იმოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი. მარნეულში არის საჭიროება, რომ ჩატარდეს მოსახლეობის ტესტირება და სწორედ ამიტომ გვჭირდება ეს დამატებითი დრო. თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდებ დაიცვას სოციალური დისტანცია და გამოიყენოს დამცავი ნიღაბი, რადგან სწრაფად დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას და ეფექტიანად შევძლოთ ეკონომიკის გახსნა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო 15 აპრილს ჩაიკეტა საქართველოს 4 დიდი ქალაქი: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი, სადაც შესვლა და გამოსვლა აიკრძალა.

მანამდე კი, 23 მარტს “კოვიდ 19”-ის შიდა გავრცელების გამო კარანტინი გამოცხადდა მარნეულსა და ბოლნისში და ორივე ქალაქში შესვლა-გამოსვლის შეზღუდვა დაწესდა.