LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დაეხმარება ფერმერებს სახელმწიფო: საჭიროა აგრობარათი და რეგისტრაცია

418
86698396-2845400002183618-7434995599520301056-o

ცოტა ხნის წინ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის წარდგენა გაიმართა.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ კრიზისის აღმოფხვრისთვის აუცილებელია ადგილობრივი წარმოება განვითარდეს.

მინისტრის განმარტებით, ფერმერებს სახელმწიფო მაქსიმალურად დაეხმარება.

დავითაშვილი აცხადებს, რომ დიზელის საწვავის ბაზარზე არსებულ ფასთან შედარებით ერთი ლარით იაფად შეძენის შეღავათით მსხვილი ფერმერებიც ისარგებელებენ და მათთვის ლიმიტი 15 000 ლიტრი იქნება.

„საშუალოდ ფერმერებს წლის განმავლობაში 1 ჰექტარზე სჭირდებათ დაახლოებით 150 ლიტრი საწვავი. ეს არის ძირითადად დიზელის საწვავი, რომელიც სხვადასხვა აგროტექნიკურ სამუშაოებში უნდა გამოიყენონ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საწვავი იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ მხოლოდ მცირე ფერმერებზე, მცირე და საშუალო ფერმერულ მეურნეობებზე, რომელთა ფართობიც შეიძლება 10 ჰექტრამდე იყოს. ჩვენ მსხვილ ფერმერებსაც, ასობით ჰექტარის მქონე ფერმერებსაც ვაძლევთ საშუალებას, რომ ამ შეღავათით ისარგებლონ, მათი მაქსიმალური ლიმიტი იქნება 15 000 ლიტრი საწვავი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია”, – განმარტა დავითაშვილმა.

უფასო წყალი, 200 ლარიანი დახმარება 1 ჰექტარ მიწაზე და აგროდიზელი იაფად – მთავრობის შეთავაზება ფერმერებს

მინისტრი აღნიშნავს, რომ ფერმერებს აგრობარათი დაურიგდებათ.

„ფერმერებს დაურიგდებათ აგრობარათი და ისინი შეძლებენ სერვისების სწრაფ მიღებას. 20 მაისიდან დახმარების მიღება უკვე შესაძლებელი იქნება. ის ადამიანები, ვინც “ლიბერთი ბანკის” ბარათს ფლობენ, რომელიც ყველაზე მეტად არის წარმოდგენილი რეგიონებსა და სოფლებში და მეტწილად არის ფერმერების ბანკი, უკვე  შეძლებენ ამ სერვისით სარგებლობას. ხოლო ფერმერები, რომლებსაც ჯერ ასეთი ბარათი არ გააჩნიათ, ერთი თვის განმავლობაში მიიღებენ ბარათს რეგისტრირებური მიწის ნაკვეთის არსებობის შემთხვევაში“, -აღნიშნა მინისტრმა.

დავითაშვილის განცხადებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, რომ ფერმერები სოფლის მეურნეობის სამინისტროში რეგისტრირებული იყვნენ ფერმერთა სპეციალურ სექტორში.

„მიწის რეგისტრაცია უმთავრესი პირობაა სოფლის მეურნეობის განითარებისთვის და არ შეიძლება არ აღინიშნოს იუსტიციის სამინისტროს ძალიან აქტიური მუშაობა. ამ კუთხით ჩვენ უკვე გვაქვს სწორი მეთოდოლოგია. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში შვიდი წლის განმავლობაში რეგისტრირებულია უფრო მეტი მიწის ნაკვეთი, ვიდრე მთელი 25 წლის განმავლობაში. ეს პროცესი სავარაუდოდ 3-4 წელიწადში დასრულდება. ამ პროგრამის ბიუჯეტი დაახლოებით 37 მილიონია. განსაზღვრული გვაქვს, რომ დაურეგისტრირებელი ნაკვეთები წლის განმავლობაში კიდევ დარეგისტრირდება და მეტი ფერმერი ჩაერთვება პროგრამაში“, – განაცხადა მინისტრმა.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ ასეთი ტიპის დახმარებას შევინარჩუნებთ და რეგულარად შევთავაზებთ ჩვენს ფერმერებს“, – დასძენს მინისტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები