LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ეხმაურებიან პოლიტიკოსები “პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო ბანერს,სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად არის მონიშნული

252
unnamed (1)

ირმა ინაშვილის პოლიტიკურმა გუნდმა საქართველოს რუკაზე აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებთან ერთად, აჭარაც გააწითლა. ამ შინაარსის საარჩევნო ბანერები ბათუმში გამოჩნდა. ბანერმა საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს შორის გაღიზიანება გამოიწვია. მას  ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში სეპარატისტული განწყობების გაღვივების მცდელობად აფასებენ.

მსგავს გზავნილებს ქვეყნისთვის ხიფათის შემცველს უწოდებს ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი:

“პატრიოტთა ალიანსის მიზნებზე ვერ ვისაუბრებ, სამაგიეროდ სავარაუდო შედეგზე შეიძლება ვისაუბროთ, ეს არის ძალიან ხიფათის შემცველი ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე განსაკუთრებით ფრთხილი უნდა ვიყოთ, შეფასებებშიც, განცხადებებშიც და სარეკლამო პოსტერებშიც,”- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

„შმატრიოტები” – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე”პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო ბანერს, რომელიც აჭარაშია განთავსებული.

აღნიშნულ ბანერს ასევე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე

„სიმართლე გითხრათ, თავიდან “ფეიკი” მეგონა. ეს არის რუსული დაკვეთა საქართველოს წინააღმდეგ!“ – წერს მამუკა მდინარაძე ფეისბუქში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები