LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გახდა დაწუნებული ფილმი „მოგზაურობა ამერიკაში“ 80-იანი წლების მეგაჰიტი

871
travel-in-america

1988 წელს გადაღებული საშობაო რომანტიკული კომედია „მოგზაურობა ამერიკაში“ დღემდე ყველაზე ხშირად ნახვადი ფილმია. ფილმის სუჟეტის მიხედვით, აფრიკული სახელმწიფოს სამეფო ტახტის მემკვიდრე, პრინცი აკიმი საცოლის საძებნელად, მეგობართან ერთად ამერიკაში მიემგზავრება. მეგობრები ნიურ-იორკის ერთ-ერთ რაიონში დასახლდებიან. საცოლის ძიების პროცესში პრინცი იძულებულია თავი შეფ-მზარეულად გაასაღოს, მოულოდნელად კი ის იმ რესტორნის მეპარტონის ულამაზეს ქალიშვილს გაიცნობს, სადაც თავად მუშაობს.  ასე იწყება 80-იანი წლების ყველაზე თბილი და ლამაზი კინოკომედია.

„ოსკარის“ ორ ნომინაციაზე წარდგენილმა ფილმმა თავის დროზე არნახული წარმატება მოუტანა ედი მერფისა და არსენიო ჰოლს, რომლებიც კინოსურათში მთავარ როლებს ასრულებენ.

სცენარი ფილმისთვის არტ ბუხვალდმა დაწერა, თუმცა კინოკომპანიამ Paramount მისი იდეა დაიწუნა და სცენარს უინტერესო უწოდა. ჯამში ფილმი ისე გადაიღეს, რომ ავტორი საქმის კურსში არ ჩააყენეს, რის გამოც ბუხვალდმა კინოკომპანიას უჩივლა და ჯამში ზარალის სანაცვლოდ 900 ათასი დოლარი მიიღო.

ფილმის ყველაზე ორიგინალური სცენა აფრიკულ სასახლეში ცეკვის ეპიზოდია. გაირკვა, რომ ცეკვის ქორეოგრაფი პოლა აბდუილია. აღმოჩნდა, რომ ფილმის გადაღებების დროს ედი მერფისა და ფილმის რეჟისორს ჯინ ლონდისს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. ამის მიზეზად ედი მერფის ვარსკვლავური ხასიათი დაასახელა, თუმცა ჯამში ფილმი შედგა. საინტერესოა ისიც, რომ ფილმის საპილოტე ვერსიაში მთავარი როლი ტომი დევიდსონმა შეასრულა, თუმცა ეს ვერსია არ გამოდგა.

რაც შეეხება მეფესა და დედოფალს, მათი როლები ფილმში ჯეიმს ერლ ჯონსმა და მეჯ სინკლერმა შეასრულეს. მათ ეს როლები ისე მოიხდინეს, რომ „დისნეიმ“ ისინი ისევ მეფე-დედოფალის როლზე, „მეფე ლომში“ მიიწვია.

რაც შეეხება საუნდტრეკებს, ფილმის მთავარი მუსიკალური თემა ნაილ როჯერსმა და ნენსი ჰაუგმა დაწერეს. ფილმში მარვინ გეის რამდენიმე სიმღერა ჟღერს, ასევე ლაურა ბრანიგანისა და ჯო ესპოსიტოს რომანტიკული დუეტი Come Into My Life.

კარგი ამ ისტორიაში კი ისაა, რომ ფილმი „მოგზაურობა ამერიკაში“ 31 წლის შემდეგ ეკრანებზე ბრუნდება, მთავარ როლებში ისევ ედი მერფისა და არსენიო ჰოლს ვიხილავთ.  ცნობილია ისიც, რომ ამბავი ამჯერად პრინცი აკიმის შვილის მოგზაურობაზე იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები