LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურება მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბინა (ფოტო)

525
BeFunky-collage (8)

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბინა, მონაკოში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ულამაზეს კორპუსში მდებარეობს. მისი ღირებულება 335 მილიონი დოლარია. თავდაპირველად, მონტე კარლოში მდებარე La Belle Epoque-ის კომპლექსის ზედა ორი სართულის მფლობელი ბრაზილიელი ბიზნესმენი ედმონდ საფრე იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ კი ბინა ბიზნესმენებმა, კრისტიან და ნიკ კენდიმ, 15 მილიონ დოლარად იყიდეს. რემონტის დასრულების შემდეგ, დიზაინერმა ინტერიერი შეცვალა და თანამედროვე საყოფაცხოვრებო ნივთები შეიტანა, რამაც ბინის ფასი საგრძნობლად გაზარდა და 306.5 მილიონ აშშ დოლარამდე ავიდა. მოგვიანებით ბინა ბიზნესმენმა იყიდა ახლო აღმოსავლეთიდან. როგორც ჩანს, ის აქ ცხოვრებას არ აპირებდა, და მალევე გადაწყვიტა გაყიდვა, ფასი კი რეკორდული დაადო.

პრესტიჟული აპარტამენტის ფართობი 1.6 ათასი კვადრატული მეტრია. ბინაში ორი საცხოვრებელი ნაწილია, რომელსაც საკუთარი საძინებელი, მისაღები, სამზარეულო, კინოოთახი და რამდენიმე სველი წერტილი აქვს. გარდა ამისა აქ ბილიარდის სათამაშო ოთახს, ბიბლიოთეკას, სპა-სალონს და მწვანე ტერასას ნახავთ.

პანორამული ფანჯრებიდან შესანიშნავი ხედები იშლება, ყველა გემოვნებისა და განწყობისთვის. ჩანს როგორც ზღვა, ისე მთები.

ბინას ძალიან ელეგანტური დიზაინი აქვს. ჭარბობს მინიმალისტური სტილი. ავეჯი, რა თქმა უნდა, ძალიან ძვირადღირებულია. ბინაში ასევე მრავალი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული.

პენტჰაუსს ზოგიერთ ოთახს ტყვიაგაუმტარი მინა აქვს, სადაც თავდასხმის შემთხვევაში დამალვაა შესაძლებელი, თუმცა მათი ადგილმდებარეობა მხოლოდ მფლობელმა იცის. ჯერჯერობით, ასეთი მოდურ და ძვირადღირებულ ბინას მესაკუთრეები მხოლოდ წარმატებულ ინვესტიციად იყენებენ. მაგრამ, ალბათ, დადგება დღე, როდესაც ვინმესთვის ის ნამდვილი სახლი გახდება. ამას კი მილიარდი დოლარის თითქმის მესამედი სჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები