შორენა ბეგაშვილმა შვილი კლინიკიდან ახლახან გამოიყვანა. გოგონა ერთი თვის განმავლობაში საავადმყოფოში იწვა იმ უბედური შემთხვევის გამო, რომლის შესახებ მთელმა საქართველომ შეიტყო.
ევას მკურნალობა არ დასრულებულა, შორენა მანქანას ყიდის, რომ სარეაბილიტაციო კურსისთვის შვილის უცხოეთში წაყვანა შეძლოს.
ახლახან კი სოციალურ ქსელში რამდენიმე ფოტო გამოჩნდა. ევას, როგორც ჩანს, მეგობრები სტუმრობდნენ და ფოტოებიც გადაიღეს.