LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურებიან ქართველი ვარსკვლავები ფოტოშოპის გარეშე – ქართველი ფოტოხელოვანის, გიორგი ცაავას პროექტი

2273
news265

ცნობილმა ქართველმა ფოტოხელოვანმა, გიორგი ცაავამ, რომელიც კერძო შეკვეთებისა და პროექტების გარდა, ქართული ტელევიზიების არაერთ საერთაშორისო ტელეპროექტზე მუშაობს, მათ შორის „მასტერშეფსა“ და „ვოისზე“, საზოგადოებას ახალი, საინტერესო ფოტოპროექტი შესთავაზა.

„ნამდვილი მე“ – გიორგი ცაავას მიერ მოფიქრებული ფოტოგადაღების ფარგლებში, მან, ქართველი ვარსკვლავების, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლის თანხმობის შემდეგ, მათი მინიმალური მაკიაჟით, შავ-თეთრი სურათების გამოქვეყნების ნებართვა მიიღო.

„პროექტი ემსახურება იმას, რომ შეგვახსენოს – ფოტოშოპი, ფილტრები და სხვადასხვა საშუალება ჩვენს ცხოვრებაში ისე შემოიჭრა, რომ გვავიწყებს, სინამდვილეში როგორები ვართ!..

ნუ იქნები ყველას მსგავსი და იყავი ის, ვინც ხარ. გიყვარდეს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ“, აღნიშნავს გიორგი ცაავა.

თავად ვარსკვლავებს ძალიან მოსწონთ უმაკიაჟო ფოტოები და თავადაც აქვეყნებენ საკუთარი სოციალური ქსელების ანგარიშებზე.

ნინი ბადურაშვილი

მაკა ზამბახიძე

ვერიკო ტურაშვილი

ანი ღონღაძე

ნანიკო ხაზარაძე

ლელა მებურიშვილი

კრისტი ყიფშიძე

თიკა ფაცაცია

რუსკა მაყაშვილი

მაგდა ვასაძე

ნუკი კოშკელიშვილი


თიკა ჯამბურია

პოპულალურები