LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოიქცევა სახელმწიფო, თუ ჯანმო ჩინურ ვაქცინებს ავტორიზაციას არ მიანიჭებს – კულუმბეგოვის განმარტება

226
კულუმბეგოვი

დღეს საქართველო „სინოვაკის“ 100 000 დოზას მიიღებს, დღესვე ჯანდაცვის მსოლფიო ორგანიზაციაში იმსჯელებენ ჩინური წარმოების ვაქცინების „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ შესახებ – ალერგოლოგ- იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ საუბრობს, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ჩინური ვაქცინები ჯანმოს ავტორიზაციას ვერ მიიღებენ.

„სინოვაკის“ 100 ათასი დოზა საქართველოში დღეს ჩამოვა

„სინოვაკს“ დღეს ფართოდ იყენებს თურქეთი, ჩვენს რეგიონში აზერბაიჯანში არის „სინოვაკი“, უკრაინაშიც.

კითხვაზე, თუ არის დაშვება, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ არ მიანიჭოს ავტორიაზაცია ჩინურ ვაქცინებს, როგორ მოიქცევა სახელმწიფო, კულუმბეგოვი პასუხობს:

„ჯანმოს ეგიდით მიმდინარე სხდომა არის იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭო, რომელიც არსებობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგაიზაციასთან 1959 წლიდან და  15 კაციანი შემადგენლობა, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული იმუნოლოგები, ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის სპეციალისტები შეადგენენ, ყველა სხვადასხვა ქვეყნიდან არის წარმდგენილი. მათ 2-3 წლიანი ვადით ირჩევენ“. – აცხადებს ულუმბეგოვი ნინი ხუგაშვილის გადაცემაში. 

რა გზას გადის ვაქცინა ჯანმოს ავტორიზაციამდე

„ჯანმოს კომისიამდე ნებისმიერი ვაქცინის მიღწევა საკმაოდ რთულია. ისე არ დება, რომ ვინმეს სურვილი გაუჩნდეს და  სხდომაზე ვაქცინის ავტორიზაციის საკითხის გატანა მოხდეს.

წინა სამუშაო არის უზარმაზარი.  კომპანია, ვინც ვაქცინას უშვებს, ვალდებულია, გააგზავნოს დოსიე, სპეციალისტები უნდა ჩავიდნენ ადგილზე და  ნახონ ვაქცინა როგორ კეთდება, რა ქარხანში და როგორი პირობებით. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გასცა ავტორიზაცია „ფაიზერისთვის“ და „ასტრაზენეკასთვის“ და ჯერ „მოდერნასაც“ კი არ მისცა ავტორიზაცია. „სინოფარმი“ ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, თუმცა ამ თხუთმეტკაციანმა კომისიამ  კენჭისყრაზე უნდა დააყენოს საკითხი და თუ უმრავლესობით გადაწყდა, რომ „სინოფარმი“ იმსახურებს, ყველა მონაცემით, რომ დამატებითი საბუთები არ სჭირდებათ,  ალბათ ხვალ ან ზეგ გამოაქვეყნებენ დღევანდელი გადაწყვეტილების დასკვნას“. – განმარტა კულუმბეგოვმა.

რა მოხდება, თუ ჩინურმა ვაქცინებმა ავტორიზაცია ვერ მიიღეს

„უარი რომ თქვან, ასეთი რამ არ ხდება, შეიძლება მწარმოებელ კომპანიაში გააგზავნონ დოკუმენტი, რომ ექვსი თვის მერე კიდევ შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ ამ საკითზეო. ის რომ არ ვარგა და ვაქცინა არ დაიშვება – ასეთი დასკვნა ვერ დაიდება, ასეთ შემთხვევაში განხილვა საერთოდაც არ ჩაინიშნებოდა“. – ამბობს კულუმბეგოვი.

ჩემი თვალსაზრისით „ნოვავაქსი“ მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინა იქნება, ოღონდ არ დაიწყოთ დაცდა, ჩვენთან ზაფხულში შემოვა – ცერცვაძე
კულუმბეგოვმა თენგიზ ცერცვაძის „ნოვავაქსის“ შეფასების კომენტირებისას აღნიშნა, რომ ამ ვაქცინის მიმართ სიც დადებითადაა განწყობილი.

„ნოვავაქსის“ ვაქცინის მიმართ მეც სიმპატიით ვარ განწყობილი. ეს არის ტრადიციული მეთოდით  დამზადებული ვაქცინა იმ თვალსაზრისით, რომ ცილოვანი ბუნებისაა. ჩვენთან არსებული ბეჰეპატიტის ვაქცინა, იგივე ჰოლანდიური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომლითაც მე შემოდგომაზე ავიცერი და ოთხკომპონენტურია, ასეთი ტიპის ვაქცინებია, რომლებიც გვერდითი მოვლენების მხრივ ცნობილი არაა და მისგან რაიმე სიურპრიზს არ ველოდებით. „ნოვავაქსმა“ ეფექტურობაც საკმაოდ კარგი აჩვენა 89 % -იანი ეფექტურობა აქვს და სხვადასხვა შტამებზე კარგად იმუშავა. 

შედარებით დაბალი 50 % – იანი ეფექტურობა აქვს სამხრეთ აფრიკულ შტამზე“. – აღნიშნა კულუმბეგოვმა „კვირის თემასთან“.

ინდურ შტამზე საუბრისას კულუმბეგოვმა განმარტა, რომ უახლესი კლევებით, ინდოეთში წარმოებული ვაქცინები ახალ შტამ წარმატებით ებრძვის.

„ხალხის შეშფოთებას იწვევს ინდური, ე.წ. ორმაგი მუტაციის შტამის არსებობა. ინდოეთში დღეს ორ ვაქცინას გამოიყენებენ.

სახელმწიფო არ აძლევს უფლებას თავისი ვაქცინები ექსპორტზე გავიდეს, რადგან მათ აქვთ ძალიან სერიოზული ტალღა. ისინი იყენებენ  „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, რომელსაც ინდოეთის სერუმის ინსტიტუტი ამზადებს „კოვიშილდის“ სახელითა ცნობილი და ასევე მათ აქვთ ინაქტივირებუი ვაქცინა, ისეთი, როგორიც ჩინეთშია დამზადებული და მას „კოვაქსინი“ ეწოდება.

სამი დღის წინ ინდოეთის უჯრედული ბილოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა, რომელიც ყველაზე ავტორიტეტულია ინდოეთში,  შეისწავლეს „კოვაქსინითა“ და „კოვიშილდით“(ანუ ინდური „ასტრაზენეკათი“) ინდოეთში ვაქცინირებული ადამიანები. მათი სისხლიდან გამოყოფილი ანტისხეულები დააწვეთეს შტამს, რომელიც ორმაგია, ანუ ინდურ შტამს. სადაც 13 მუტაციაა თავმოყრილი და მათ შორის 2-3 მუტაცია ყველაზე ცნობილია სამხრეთ აფრიკულში, კალიფორნიულში და ბრაზილიურში.  გამოაქვეყნეს ცნობა, რომ წინასწარი ჩატარებული კვლევით „კოვაქსინსაც“ და „კოვიშილდსაც“ შეუძლია, მათ მიერ სინთეზირებული ანტისხეულებით ადამიანი დაიცვან დაინფიცირებისგან. ანუ ეს ვაქცინები იცავს ადამიანს სიკვდილისგან და მძიმედ დაავადებისგან, ინდური ორმაგი შტამის შემთხვევაშიც კი.

დღეს ინდოეთში, სადაც მილიარდ 400 მილიონი ადამიანია და მოლოდ 10 % ანუ ას მილიონამდე ადამიანია ვაქცინირებული, დღეს რეალურად ის ადამიანები ავადობენ, რომელსაც არც ერთი დოზა ვაქცინა არ აქვთ გაკეთებული, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკის ადამიანები.

ვაქცინაციის შემდეგ დაავადების მსუბუქი განვითარების შანსი მაღალია ყველა ამ ახალი შტამის დროს,  მაგრამ სიკვდილისგან და მძიმე დაავადებებისგან ყველა არსებული ვაქცინა იცავს“,- აღნიშნა კულუმბეგოვმა „ფორტუნასთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები