LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა მოაგვაროთ კოვიდის შემდგომ დატოვებული მშრალი ხველის პრობლემა? – გიორგი ღოღობერიძე 3 მარტივ რჩევას გასცემს

1614
cxcxcx-2020-11-21-11-34-47-312998

Usmle მოსამზადებელი ცენტრის წარმომადგენელი, ონკოლოგი, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი გიორგი ღოღობერიძე სოციალური ქსელის საშუალებით საზოგადოებას მორიგ რჩევებს აძლევს.

ამჯერად ღოღობერიძე კოვიდის შემდგომ დატოვებულ მშრალი ხველის პრობლემასა და მისი გადაჭრის გზებზე საუბრობს.

„თუ ხველა კოვიდის დროს დაგეწყო და პირველ თვეს არ აგილაგდა, ანუ დაავადების დაწყებიდან პირველ 4 კვირაში, მაშინ ალბათობა იმისა, რომ ხველა დიდხანს დაგრჩეს ძალიან მაღალია. შეიძლება კიდევ 6-9 თვე გაგრძელდეს.

რა უნდა გააკეთო მშრალი ხველის დროს?

ძალიან მარტივი გამოსავალი არსებობს.

1. უნდა მიიღო საკმარისი რაოდენობით სითხე, როცა ორგანიზმის ტემპერატურა მაღალია ამ დროს სითხე ორთქლდება, სითხე რომ ორთქლდება სასუნთქი გზები შრება და როცა შრება გახველებთ. თავისთავად, ვირუსიც იწვევს ხველას, მაგრამ ამავდროულად მშრალი სასუნთქი გზებიც არის მიზეზი ხველის, ამიტომ სითხეების რაოდენობა უნდა გაზარდოთ.

2. მეორე რჩევა – ეს არის ორთქლის ინჰალაცია.

ორთქლის ინჰალაცია არის იდეალური გზა დამიჯერეთ, ბევრად ეფექტურია, ვიდრე ხველის დამთრგუნავი მედიკამენტები. მოადუღე წყალი, დადგი უსაფრთხოდ, გადაიფარე და დაშორებული მანძილიდან, ისე რომ სახე არ დაგეწვას შეგიძლია ისუნთქო. ეს სასუნთქ გზებს ძალიან ატენიანებს.

3. ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტებზე ეფექტური საშუალება, რომელსაც არც კი სჭირდება რეცეპტი ეს არის თაფლი.

შეგიძლიათ მიიღოთ თაფლიანი ჩაი. ჯერ ერთი შეივსებთ სითხის რაოდენობას, რათა სასუნთქი გზები იყოს ტენიანი და მეორეც, თაფლი არის ხველის სუპრესანტი საშუალება.

ოღონდ არ დაგავიწყდეთ, რომ თაფლის მიღება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში არ შეიძლება იმიტომ, რომ მაღალია ბოტულიზმის განვითარების რისკი.

თუ გინდათ, რომ თაფლიანი ჩაი უფრო ეფექტური იყოს შეგიძლიათ დაამატოთ პიტნა და ლიმონსაც თუ დაამატებთ იდეალური იქნება.
ეს არის კოქტეილი, რომელიც გამოგადგებათ მშრალი ხველის წინააღმდეგ.”-აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები