LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც ჩანს, სახალხო დამცველი არ ენდობა სტრასბურგის სასამართლოს ან კომპეტენციას უწუნებს: მაჭარაშვილი

105
1

სახალხო დამცველის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვისთვის სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს, მმართველი გუნდის წევრი გურამ მაჭარაშვილი ეხმიანება.

როგორც მაჭარაშვილი ამბობს, ომბუდსმენი ან არ ენდობა სტრასბურგის სასამართლოს, ან კომპეტენციას უწუნებს მას:

“რაც შეეხება სახალხო დამცველის თხოვნას საქმეში მესამე პირად ჩართვასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, ის არ ენდობა სტრასბურგის სასამართლოს ან კომპეტენციას უწუნებს და უნდა, რომ რამენაირად დაეხმაროს, რაც არის აბსურდი და არასწორი.

მას იმდენად უნდა სააკაშვილის ადვოკატობა, რომ ამის საშუალებას სტატუსი არ აძლევს და ამ ფორმით უნდა პროცესში ჩაერთოს. სხვა მიზანი ამას არ შეიძლება ჰქონდეს, რადგან ეს ის სასამართლოა, რომელიც კარგად იცნობს მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას. ეს აღნიშნა კიდეც თავის პრესრელიზში და თქვა, რომ ეს ის პატიმარია, რომლის მიმართ არის ბევრი საქმე და გამამტყუნებელი განაჩენი.” – თქვა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, აპირებს სტრასბურგის სასამართლოს თხოვნით მიმართოს, რომ სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართოს. მისივე თქმით, ის იმედოვნებს, რომ სტრასბურგის სასამართლო ამ თხოვნას დააკმაყოფილებს.

magti 5g