LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნებოდა ხინკლის ფორმის კაფე თბილისში და რატომ უთხრეს იდეას უარი [ფოტოები]

5588
xinkalkafeee

ხინკლის ფორმის კაფის განთავსებაზე, მერიის არქიტექტურის სამსახურმა ინვესტორს უარი უთხრა.

ხინკლის ფორმის ეს კაფე, თემქის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა განთავსებულიყო, რომელიც ამ დროისთვის ასე გამოიყურება.

მიწა, სადაც კვების ობიექტი უნდა განთავსებულიყო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა.

“ფორტუნა” გთავაზობთ ფოტოებს, რომელიც ინვესტორმა დაამზადა არქიტექტურის სამსახურში ნებართვის მოსაპოვებლად.

როგორც პროექტზე ჩანს, ადგილზე სამი ხინკლის ფორმის შენობა უნდა აშენებულიყო, ერთი დიდი და ორი პატარა ხინკლის ფორმით.

უარის მიზეზი ამ ტერიტორიაზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის გეგმაა.

„ამ ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, რაც არ შეესაბამება წარმოდგენილ ესკიზს ფუნქციით. შესაბამისად სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს წარმოდგენილი ესკიზის განხილვასთან დაკავშირებით,“ – ნათქვამია არქიტექტურის სამსახურის განმარტებაში.

პროექტი, არქტიტექტურის სამსახურში 23 აპრილს შევიდა. შენობის სიმაღლე 10 მეტრზე იყო გათვლილი და ის 450 კვადრატულ სანტიმეტრზე უნდა განთავსებულიყო. პროექტის მიხედვით, გარდა კვების ობიექტისა ადგილზე მოეწყობოდა პარკინგი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები