გიფიქრიათ, როგორი რეაგირება უნდა გქონდეთ კრიტიკაზე? გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას ამ მიმართულებით: შეეგუეთ ნეგატიურ შეფასებებს, ნუ იკამათებთ, ნუ ცდილობთ ვინმეს გადარწმუნებას. უბრალოდ, შეეცადეთ მიიღოთ უარყოფითი შეფასებები. თუ არ მიაქცევთ ყურადღებას ნეგატიურ მოსაზრებებს, მხოლოდ მოიგებთ, მაგრამ თუ შეეცდებით ვინმეს რამე დაუმტკიცოთ, მაშინ დაკარგავთ დროს და მიზნამდე მისასველ გზას გაიხანგრძლივებთ.

არსებობს ასეთი იგავი: ერთხელ ბაყაყებში მთაზე ცოცვაში კონკურსი ჩატარდა. გამარჯვებული ის იქნებოდა, ვინც მწვერვალს მიაღწევდა. მთის ძირში მათ ახლობლები ელოდნენ, რომლებიც გამხნევების ნაცვლად უყვიროდნენ: „ჩამოდი“, „არ დაიმტვრე“, „რაში გჭირდება ასეთი გამარჯვება“…ნელ-ნელა ბაყაყები მთიდან ისევ უკან ბრუნდებოდნენ,  საბოლოოდ მხოლოდ ერთმა მათგანმა გაიმარჯვა. აღმოჩნდა, რომ ის სმენადაქვეითებული იყო. ასეა ცხოვრებაშიც.

ყველას აქვს საკუთარი მოსაზრება. ნეგატიური მოსაზრების მქონე ადამიანებს შეიძლება ბევრი მეგობარი ჰყავდეთ. მათ შორის კი იქნებიან ისეთები, რომლებსაც სწორედ კრიტიკული შეფასებები აშინებთ. თუ გაკრიტიკებენ, დაფიქრდით, იქნება რომელიმე მიმართულებით თქვენი ქმედება შესაცვლელია. თუ სხვების მოსაზრება არ გაძლევთ მოსვენებას, ფურცელზე  ჩამოწერეთ მათი სახელები, შემდეგ დახედეთ და დაფიქრდით, რა იტყოდნენ ისინი თქვენს რომელიმე ქმედებებაზე. დაუშვათ თქვეს კიდეც, რა შეიცვალა ამით თქვენს ცხოვრებაში?

გახსოვდეთ, ყოველ ჯერზე, როცა თქვენი გზიდან სხვისი მოსაზრების გამო უხვევთ, თქვენსა და მარიონეტ თოჯინას შორის ტოლობის ნიშნავს სვავთ, სამართავ ძაფებს კი, რომლითაც მოძრაობთ, სხვებს გადასცემთ.

მარტა ქარუმიძე
ავტორი

მსგავსი თემები